აღარ შემიძლია ყოველ 9 აპრილს “მე მომკლეს, ბაბუ” ისტორიების მოსმენა ელიტებისგან – ერთი ფილმი (სერია) მაინც გვაქვს გადაღებული, რომელიც 9 აპრილის ყველა მსხვერპლს გაგვაცნობდა?

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში წერს:
“ერთი ფილმი (სერია) მაინც გვაქვს გადაღებული, რომელიც 9 აპრილის ყველა მსხვერპლს გაგვაცნობდა?
მხოლოდ სია და ფოტოები საკმარისი არ არის. მაინტერესებს ვინ იყვნენ, რა უხაროდათ, რა სწყინდათ, რას აკეთებდნენ, ვინ უყვარდათ, რა ოცნებები ჰქონდათ, რომელ წიგნებს კითხულობდნენ და ა.შ.
მხოლოდ თამრიკო ჭოველიძეს ვიცნობთ მეტ-ნაკლებად და ეკა ბეჟანიშვილს, ნათია ბაშალეიშვილზეც ჰყვებიან ხანდახან, თამუნა დოლიძე და მამაჩემი ერთად სწავლობდნენ, მის შესახებაც მსმენია… მზია ჯინჭარაძის საფლავი ბებია-ბაბუის საფლავთან ახლოს არის და მისი სახელიც მხვდება ხოლმე თვალში…
დანარჩენები?
არ შეიძლება ასეთი ფრაგმენტული იყოს ცოდნა მათ შესახებ. არ შეიძლება ვიცნობდეთ მხოლოდ სიას და არ ვიცოდეთ როგორი ადამიანები, პიროვნებები დგანან ამ სიის მიღმა. თან თანამედროვე ტექნოლოგიები ხომ უამრავ საშუალებას გვაძლევს, რომ გმირთა ღვაწლი უკეთ ავსახოთ და ყველა სმარტფონამდე მივიტანოთ.
P.S. აღარ შემიძლია ყოველ 9 აპრილს “მე მომკლეს, ბაბუ” ისტორიების მოსმენა ელიტებისგან.” – წერს ლევან ლორთქიფანიძე
IMG.GE
გაზიარება