Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საზოგადოებასთან ერთად უკრაინაში 1000 ტონაზე მეტი ტვირთი გავგზავნეთ – პრემიერი

მარშალ პრესი 07/12/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ ვაკეთებთ – ამ ომში, კონფლიქტში, როგორც სახელმწიფო, არასდროს ჩავერთვებით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, რომ „უკრაინა საქართველოს სამხედრო დახმარებას სთხოვს“.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას გააგრძელებს.

„მას შემდეგ რაც უკრაინაში ეს საშინელი ომი დაიწყო, საზოგადოება მთავრობასთან ერთად გაერთიანდა და 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ. 190 ქვეყანას შორის ვიყავით პირველ ადგილზე, ვინც უკრაინას ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. მანამდე დავეხმარეთ უკრაინელ ლტოლვილებს და მათ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინეთ. ეს დახმარება ახლაც გრძელდება. ამის მაგალითია უკრაინულ ენაზე განათლება – უკრაინელი ბავშვები აქ განათლებას იღებენ უკრაინულ სკოლებში, რომელიც გავხსენით. რაც შეეხება დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას, კიდევ ერთხელ განვიხილავთ ამას და დახმარებას გავაგრძელებთ.

რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ამის თაობაზე, ცხადად და მკაფიოდ ვთქვით, რომ ამას არ ვაკეთებთ, ამ ომში, კონფლიქტში როგორც სახელმწიფო არასდროს ჩავერთვებით, ეს ჩვენი მკაფიო პოზიციაა. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი და მმართველი გუნდი პასუხისმგებელი ვართ ხალხის წინაშე“,– განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: მე ერთი ის ვიცი, რომ სააკაშვილი ჩამოვიდა და გადაწყვიტა რევოლუცია და სისხლისღვრა მოეწყო
Next: არც მათი ოჯახის წევრებს არ მოუწყვიათ ის ისტერიული სპექტაკლები და სიმულაცია, რასაც სააკაშვილი, მისი ოჯახი და გარემოცვა ეწევა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.