Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილმა ვანო ნადირაძემ, უკრაინის უშიშროების სამსახური 2019 წელს პირუკუღმა რომ აგდებდა იატაკზე, გუშინ მიწასთან გაგვასწორა

მარშალ პრესი 06/12/2022
დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ვანო ნადირაძის „ფეისბუქ“ სტატუსს ეხმიანება, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შესახებ წერს. ქართველიშვილი აღნიშნავს, რომ ვანო ნადირაძემ შეურაცხყოფა მიაყენა პრემიერს და მის მომხრეებს და იმედს იტოვებს, რომ დანაპირებს შეასრულებს და ანგარიშსწორების მიზნით საქართველოში ჩამოვა.

მისივე თქმით, როგორც წესი ქართველი კრიმინალები, მოღალატეები და დედასამშობლოს მაგინებლები – უკრაინიდან ან საერთოდ არ ჩამოდიან, ან იშვიათი გამონაკლისის გარდა, გადაადგილების რაღაც ეგზოტიკური ხერხებით, არაჟნის ტრაილერებით და ა.შ.

„იმ სასწაულად “ნათელ” დღეებში – ომამდე, როდესაც ყველა მაინც “ტანკისტი” იყო, რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ ვანო ნადირაძეს უკრაინის უშიშროების სამსახური 2019 წელს პირუკუღმა რომ აგდებდა იატაკზე, აი ის დღეები გამახსენდა. ასევე გამახსენდა მამუკა მამულაშვილის წლევანდელი, ომისდროინდელი დახასიათება (“ეს არაკაცი აღარ გამაგონოთო”) იმავე ნადირაძეზე. შემდეგ გამახსენდა, როდესაც უკრაინიდან ქართველ ოფიცრებს შეუკურთხა ცოცხალ/მკვდარი. და აი – დღევანდელი შეხსენებაც… გაგვასწორა რა გუშინ მიწასთან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მისი მომხრეები, მიაყენა რა მას და თითოეულ ჩვენგანს – დისტანციური შეურაცხყოფა, იმედია იმ თავის მთავარ დანაპირებს არ გადაუხვევს, და ჩვენთან ანგარიშსწორების მიზნით აუცილებლად ჩამოვა, რა თქმა უნდა – ცოცხალი და უვნებელი. თორემ, როგორც წესი ქართველი კრიმინალები, მოღალატეები და დედასამშობლოს მაგინებლები – უკრაინიდან ან საერთოდ არ ჩამოდიან, ან იშვიათი გამონაკლისის გარდა, გადაადგილების რაღაც ეგზოტიკური ხერხებით, არაჟნის ტრაილერებით და ა.შ.“– წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ის რომ ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი არ ათავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან იმისთვის, რაც ჩადენილი აქვს
Next: პირდაპირი მტკიცებულება დევს ლობისტების მიმართ, რომლებმაც დაიწყეს მოქმედება და აპიარებენ მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.