Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ის რომ ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი არ ათავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან იმისთვის, რაც ჩადენილი აქვს

მარშალ პრესი 06/12/2022
ვატო შაქარიშვილი

შეუშვით სააკაშვილთან შესაბამისი სამედიცინო მიმართულების კვალიფიციური ექიმი და ოფიციალური დასკვნით გაამყარეთ ის, რაც მისი პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან ყველამ ვიცით – სააკაშვილი არის ფსიქიკურად დაავადებული!- წერს ორგანიზაცია ,,აი იას” თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, შეუძლებელია ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანს შეექმნა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელშიც 9 წელი გვაცხოვრეს! მისივე თქმით, ის რომ, ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი არ თავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან იმისთვის, რაც ჩადენილი აქვს!

“დაუძინებელი მეგობრების” დასანახად პრანჭვის და თავის მართლების დრო არ არის! რა ნობელის პრემიის ლაურეატი ამერიკელი ექიმი, ემპათია და ლომჯარიას კონსილიუმი?! შეუშვით სააკაშვილთან შესაბამისი სამედიცინო მიმართულების კვალიფიციური ექიმი(მადლობა ღმერთს ბევრი გვყავს) და ოფიციალური დასკვნით გაამყარეთ ის, რაც მისი პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან ყველამ ვიცით – სააკაშვილი არის ფსიქიკურად დაავადებული! შეუძლებელია ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანს შეექმნა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელშიც 9 წელი გვაცხოვრეს! მხოლოდ ფსიქიკურად შეშლილი ადამიანის მმართველობა შობს მეგის ქარდავას, ჭაკუას და კასტილებიან კაცს! მხოლოდ ფსიქიკურად შეშლილ ადამიანს შეუძლია დაუსრულებელ სტრესში ამყოფოს ქვეყანა 20 წლის განმავლობაში! და ის რომ, ფსიქიკურად არ არის ჯანმრთელი არ ათავისუფლებს სააკაშვილს პასუხისმგებლობისგან იმისთვის, რაც ჩადენილი აქვს! დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და მივუჩინოთ ყველას შესაბამისი ადგილი! სხვანაირად ვერ გადავშლით ისტორიის ამ ფურცელს!“– წერს შაქარიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: “დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს – ირაკლი ღარიბაშვილი
Next: რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილმა ვანო ნადირაძემ, უკრაინის უშიშროების სამსახური 2019 წელს პირუკუღმა რომ აგდებდა იატაკზე, გუშინ მიწასთან გაგვასწორა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.