Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კიდევ ერთი მკაფიო დასტური, თუ როგორი არაგამჭვირვალეა ევროპარლამენტი

მარშალ პრესი 06/12/2022
გია აბაშიძე

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-ევროკავშირის” [და არა გიგაურის აქაური ნაცკანტორის] ცნობით, ბრიუსელში, უკონტროლოა ლობისტური აქტივობა,’’ – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს ანგარიშვალდებულების მოთხოვნა ვრცელდება [თუმცა, სუსტად კონტროლდება] მხოლოდ ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების თავმჯდომარეებზე, მომხსენებლებზე და ჩრდილოვან მომხსენებლებზე; ევროპარლამენტის წევრებზე, რომლებსაც ევალებათ პარლამენტის პოზიციის შემუშავება და მოლაპარაკება. ყველა სხვა ევროპარლამენტარი აქვეყნებს თავის შეხვედრებს ნებაყოფლობით საფუძველზე.

,,კიდევ ერთი მკაფიო დასტური, თუ როგორი არაგამჭვირვალეა ევროპარლამენტი, რა მასშტაბის დაფარული ანგარება ტრიალებს და როგორ დათარეშობენ იქ სხვადასხვა არარეგისტრირებული ლობისტები. (ამგვარ ევროპულ ანგარიშებს პერიოდულად ვაქვეყნებ ჩემს FB-კედელზე).

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-ევროკავშირის” [და არა გიგაურის აქაური ნაცკანტორის] ცნობით, ბრიუსელში, უკონტროლოა ლობისტური აქტივობა.
ანგარიშვალდებულების მოთხოვნა ვრცელდება [თუმცა, სუსტად კონტროლდება] მხოლოდ ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების თავმჯდომარეებზე, მომხსენებლებზე და ჩრდილოვან მომხსენებლებზე; ევროპარლამენტის წევრებზე, რომლებსაც ევალებათ პარლამენტის პოზიციის შემუშავება და მოლაპარაკება. ყველა სხვა ევროპარლამენტარი აქვეყნებს თავის შეხვედრებს ნებაყოფლობით საფუძველზე.

ლობირების დიდი ნაწილი ევროკავშირის პოლიტიკისა და კანონების შესახებ, რომელიც მოიცავს ცვლილებებს და მოხსენებების მომზადებას, პარლამენტის ჩინოსნებსა და ევროპარლამენტარების თანაშემწეებს ეკისრებათ, რომლებიც არ ექვემდებარებიან ანგარიშვალდებულების მოთხოვნებს.

„ევროპარლამენტში ლობირების გამჭვირვალობის ორი ძირითადი საკითხია. უწინარესად, არ არსებობს ამ წესებზე ზედამხედველობა-აღსრულება. მეორე საკითხი არის ის, რომ ლობირებაში ჩართული ბევრი სხვა ადამიანია, რომლებზეც არ ვრცელდება რაიმე წესი. მათ შორის არიან პარლამენტში აკრედიტებული თანაშემწეები და პოლიტიკური ჯგუფების მრჩევლები“, – თქვა ვიტორ ტეიშეირამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – ევროკავშირის“ პოლიტიკის უფროსმა ოფიცერმა.

ევროკავშირის ინსტიტუტებმა ლობისტებისთვის დააარსეს „გამჭვირვალობის რეესტრი“ [2019 წ], მაგრამ ეს არ მოითხოვს მათგან ჩაწერონ ინფორმაცია კლიენტების შესახებ, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ და ვის მიმართავენ. შედარებისთვის, აშშ-ში მოქმედებს ლობირების და უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტი (FARA) და ის ლობისტებისგან მოითხოვს გაამჟღავნონ თავიანთი კლიენტები და მათთან დადებული კონტრაქტები.

იმავდროულად, ევროკომისია მოითხოვს ევროკომისრებისა და და მაღალჩინოსნებისგან, რომ გაასაჯაროონ თავიანთი შეხვედრები ლობისტებთან და სხვა ინტერეს-ჯგუფებთან. თუმცა, არცერთ ‘ვოჩდოგს’ არ დავალებია ზედამხედველობა იმაზე, იცავენ თუ არა ოფიციალური პირები წესებს,’’ – წერს გია აბაშიძე.

Post navigation

Previous: მეგი გოცირიძეს გეგმები ჩაეშალა
Next: თქვენი ყველა “სიჩუმე” ქართველ ხალხს აფიქრებინებს, რომ სწორედ თქვენ დგახართ ამ ყველაფრის უკან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.