Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ჯო ბაიდენი: კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე თავდასხმა კიდევ ერთი შემზარავი სისასტიკეა, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა

მარშალ პრესი 09/04/2022
ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის ქალაქ კრამატორსკში, რკინიგზის სადგურზე მომხდარი თავდასხმა დაგმო და აღნიშნა, რომ ეს არის რუსეთის მიერ ჩადენილი მორიგი შემზარავი სისასტიკე.

„უკრაინის რკინიგზის სადგურზე თავდასხმა კიდევ ერთი შემზარავი სისასტიკეა, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა, დაარტყა სამოქალაქო პირებს, რომლებიც ევაკუაციას და უსაფრთხო ადგილზე მისვლას ცდილობდნენ. აშშ გააგრძელებს უკრაინის უსაფრთხოების საკითხებში დახმარებას და თავდაცვისთვის იარაღის მიწოდებას. ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ თავდასხმის გამოძიების მცდელობებს, რუსეთის ქმედებების დოკუმენტირებით და მათზე პასუხისმგებლობის დაკისრებით“, – წერს ჯო ბაიდენი Twitter-ზე.

 

ავიადარტყმის დროს კრამატორსკის სადგურზე დაახლოებით 4000 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ევაკუაციას ელოდებოდნენ. სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა 52 ადამიანი, 109 კი დაშავდა.

Post navigation

Previous: ბრიტანული დაზვერვა: უკრაინის ჩრდილოეთიდან რუსული ჯარების მასობრივი გადაადგილებისთვის სულ მცირე ერთი კვირა იქნება საჭირო
Next: დღეს, პარტია “ქართული ოცნებისა” და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები და მთავრობის წევრები თელავში გასვლით სამუშაო შეხვედრას გამართავენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.