ელენა ხოშტარიასთვის მშვიდობის ქალაქის სლოგანი შეურაცხმყოფელია. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და აპროტესტებს თბილისის მერიის საახალწლო სლოგანს “თბილისი- მშვიდობის ქალაქი”.
ელენე ხოშტარია გეგმავს, რომდედაქალაქის საახალწლო ნაძვის ხეს შავი ლენტები შეაბას.
“სიმბოლოები ემოციას იწვევენ მაშინ, როდესაც რაღაც მნიშვნელოვან შინაარსს ან იდეას გამოხატავენ. ასევე სიმბოლო ცოცხალია თუ შენ მას მიიღებ და აღიქვამ. თუ სიმბოლო შინაარსისგან დაცლილია, უბრალოდ სიმბოლოც აღარ არის. თუ სიმბოლოს მანიპულაციისთვის იყენებ, წესით ბრაზს იწვევს.
დღეს, პარტიული და პროპაგანდისტული, ანტიუკრაინული მესიჯი ‘მშვიდობის ქალაქი’ არა საახალწლო სიმბოლოა, არამედ შეურაცხყოფის და სიყალბის ადგილი. ის შედგება ან არ შედგება იმის და მიხედვით მივიღებთ თუ არ მივიღებთ. არც ნგრევაა მისი საჭირო და არც რამის მოგლეჯვა. არმიღების ბევრი ფორმა არსებობს.
ხოდა, მე ამ ქვეყნის ერთი მოქალაქე არ ვიღებ ამ სიყალბეს, მითუმეტეს, როცა ამ ‘არმშვიდობაში’ 5 ადამიანი დაიღუპა. შესაბამისად, ყველა იმ ადამიანს, ვინც დებილად ჩამთვალა, რომ ამ არამშვიდობიან დროს შუბლზე ეს სიყალბე მიმაწებოს, მივალ და ვუპასუხებ, რომ არ ვტყუვდები და ჩემი გულწრფელი ემოცია დღეს გლოვა და თანაგრძნობაა.
თორე ეგრე პირველი მაისიც ტარდებოდა ამ ქალაქში ძალით გამოყვანილი ვითომ ბედნიერი ხალხით.
გოგა ხაინდრავა ღია წერილით მიმართავს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლ ბერბიჭაშვილს