„ემპათიის“ დასკვნებში წერია ბოდვა – ვახტანგ მეგრელიშვილი

პარტია „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განაცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ დასკვნაში რაც წერია, არის ბოდვა.

მისი თქმით, არ შეიძლება 3 000 გვერდიანი დასკვნის დაწერა.

„ეს ყველაფერი არის სასაცილო და ამის გამო გვაქვს ეს მდგომარეობა. ზოგადად, ამ დასკვნებში წერია ბოდვა. არ შეიძლება ასეთი დასკვნების წერა. მითუმეტეს, არ შეიძლება 3 000 გვერდიანი დასკვნის წერა. საზოგადოებისთვის ამის წარდგენა. თან რომელშიც ვერაფერს ვერ გაიგებ. ამის გამოა ეს მდგომარეობა. ჩემი აზრით, ეტყობა ძალიან არაკომპეტენტურები არიან.

როგორც „ქრონიკამ“ გაარკვია, ცენტრ „ემპათიის“ ექსპერტიზის დასკვნაში ამერიკელი ტოქსიკოლოგის შეფასება არ დევს. არადა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ემპათიის“ მიერ მომზადებულ დასკვნაში ნათქვამია, რომ ორგანიზმში აღმოჩენილია რამდენიმე ტოქსიკური ნივთიერება, რომლებიც ფსიქიკურ დარღვევებს იწვევს და აუცილებელია პაციენტის სამკურნალოდ გადაყვანა. ასევე, ნათქვამია, რომ ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით მოსალოდნელია კომა და სიკვდილი.

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ცენტრ „ემპათიის“ მიერ მომზადებულ დასკვნაში ამერიკელი ტოქსიკოლოგების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები არ არის, რადგან ჯერ არ ჩამოსულა.

გაზიარება