Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

აქტიურად მიმდინარეობს გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები

მარშალ პრესი 02/12/2022
317718793_489540883246145_2765121698589256928_n

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, გრიგოლეთი–ქობულეთის შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.

14.4 კილომეტრიანი მონაკვეთი მოიცავს 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას.

წლის ბოლომდე დაგეგმილია აღნიშნული გზის 4 ზოლიანი 5 კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნა.

,,აღნიშნული პროექტი საშუალებას მოგვცემს ტურისტული ზონების გვერდის ავლით ვიმგზავროთ ჩქაროსნული გზით უფრო მეტად კომფორტულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის, ასევე, მთელი ქვეყნისთვის სატრანზიტო გადაზიდვების და ტურისტულ ზონებში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული გზა, ასევე, მოგვცემს შესაძლებლობას ბევრად უფრო სწრაფად მივიდეთ გურიაში არსებულ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტთან – ბლექ სი არენას საკონცერტო დარბაზთან“, განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

Post navigation

Previous: პიარკომპანია იმიტომ დაიქირავეს, რომ აბდაუბდა განცხადებები ჩაანაცვლოს, რომელიც სააკაშვილის ჭკუანაკლულ ადვოკატებს აქვთ
Next: „ემპათიის“ დასკვნებში წერია ბოდვა – ვახტანგ მეგრელიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.