Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე რეგიონული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

მარშალ პრესი 09/04/2022
ლაცაბიძე

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, მედიის წინაშე სამთვიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა და შეკითხვებს უპასუხა.

როგორც ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, რეგიონულ მედიასთან შეხვედრა სისტემატურ სახეს მიიღებს და ყოველ სამ თვეში ერთხელ, მედიას და რუსთაველებს ამ ფორმით, გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

,,ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გარკვეული პერიოდულობით შევხვდეთ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს. მათთან ერთად ვისაუბროთ ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ასევე, ვუპასუხოთ ყველა იმ კითხვას, რომელიც არსებობს. კონკრეტულად ვისაუბრეთ პრობლემების გადაჭრის გზებზე, რომელიც დღეს არის ქალაქში და ჩვენგან კიდევ უფრო სწრაფ ჩარევას ან მოგვარების გზების მოძებნას საჭიროებს.

ვფიქრობ, რომ საინტერესო ფორმატია. მოსახლეობასთან ღია და გამჭვირვალე ურთიერთობა ჩვენ პირისპირ შეხვედრებით გვაქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ სივრცის გამოყენებით და მედიასთან ამ ფორმის შეხვედრით, ჩვენ კიდევ უფრო მნიშვნელოვან და დამატებით ინფორმაციას მივაწვდით მათ“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რუსთავის მერმა ადგილობრივი და ცენტრალური მედიის წარმომადგენლების, ასევე მოსახლეობისგან სოცქსელში დასმულ კითხვებს უპასუხა. ნინო ლაცაბიძემ დეტალურად ისაუბრა წლის განმავლობაში დაგეგმილ და უკვე მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ეკოლოგიის გაუმჯობესების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, უსაფრთხო და მწვანე ქალაქის კონცეფციაზე, სოციალურ და სტუდენტურ პროგრამებზე, არაფორმალურ განათლებაზე, ურბანულ განვითარებაზე, მუნიციპალური სერვისებისა და ტრანსპორტის სფეროში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: რუსულ ტვირთებს დღეს ნახევარი მსოფლიო ატარებს, როგორც აკონტროლებენ სხვები, ასევე ვაკონტროლებთ ჩვენც
Next: საგარეო საქმეთა სამინისტრო: გამანადგურებელია ხილვა, როგორ ახორციელებს დარტყმას რუსეთი კრამატორსკის სადგურზე, მკაცრად ვგმობთ მორიგ თავდასხმას უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.