Skip to content
01/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქვეყანას ვერ ავარევინებთ ვერავის, ჩვენ გვთხოვენ, პოლიტიკურად სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისათვის რომ ქვეყანა არიონ და რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ

მარშალ პრესი 01/12/2022
ირაკლი კობახიძე

რაც შეეხება თავად ორგანიზაციას ემპათია, ის პირდაპირ არის დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, მისი ხელმძღვანელი ამას არასდროს მალავდა, აქედან გამომდინარე სანდოობა არის ნულის ტოლი. ჩვეულებრივად მიკერძოებულია ეს ორგანიზაცია,’’ – ამის შესახებ პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ემპათიის მიერ გავრცელებულ დასკვნაში არაფერი წერია კონკრეტულად იმ დაავადებების შესახებ, რომელიც სააკაშვილს აღენიშნება. მისი განმარტებით უნდა იქნას კონკრეტულად მითითებული თუ რა დავალება აქვს ისეთი, რომელიც პატიმრის გათავისუფლებას ითვალისწინებს.

,,რაც შეეხება დიაგნოზს, აქ მარტივად უნდა ითქვას, რა კონკრეტული დაავადებაა ისეთი, რომელიც უნდა იწვევდეს პატიმრის გათავისუფლებას. რაც სხვა პატიმრებს არ აქვთ და ა.შ. თავად ჩამონათვალს რაც შეეხება, ეს ჩამონათალი შეიძლება ქონდეს ნებისმიერ პატიმარს, თუ არა პატიმარს. ანუ გარკვეული სახის გადახრები, სამედიცინო ჩვენებები შეიძლება აღენიშნებოდეს ნებისმიერს. ამიტომ, ასეთი ჩამონათალი არაფერს არ ნიშნავს. კონკრეტულად უნდა მიუთითონ რა არის ასეთი დაავადება, პრობლემა, პათოლოგია, რაც განაპირობებს პატიმრის გათავისუფლებას. რაც, მაგალითად არა აქვს სხვა პატიმარს. ამას ვერ ამბობენ და ამის ნაცვლად არის მშრალი საუბრები და პიარ კამპანია, ლობისტური კომპანიები, არის პრინციპულად მიუღებელი. ქვეყანას ვერ ავარევინებთ ვერავის, ჩვენ გვთხოვენ პოლიტიკურად ამ გადაწყვეტილების მიღებას სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისათვის რომ ქვეყანა არიონ და რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ,’’ – განაცხადა კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ეს არის ფსევდო-დასავლეთი თავისი ცენზურით და შეთქმულების თეორიებით
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს ფიქრეთ მამედოვს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025