Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის ფსევდო-დასავლეთი თავისი ცენზურით და შეთქმულების თეორიებით

მარშალ პრესი 01/12/2022
ზურაბ ქადაგიძე

„ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაიღუპა 100 000 ადამიანიო. ციფრები ამ განცხადებაში არაფერ შუაშია, არ აწყობდათ კონკრეტული ინფორმაციის გაჟღერება და ევროკომისიის ხელმძღვანელს ჯერ შეაცვლევინეს განცხადება და მერე საერთოდ გაქრა ვიდეო სადაც კონკრეტულ ციფრებზე საუბრობს“– ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, ეს არის ფსევდო-დასავლეთი თავისი ცენზურით, ძირგამომპალი ბიუროკრატიითა და შეთქმულების თეორიებით.

„კლასიკური ცენზურა!!! ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინაში დაიღუპა 100 000 ადამიანიო. ციფრები ამ განცხადებაში არაფერ შუაშია, არ აწყობდათ კონკრეტული ინფორმაციის გაჟღერება და ევროკომისიის ხელმძღვანელს ჯერ შეაცვლევინეს განცხადება და მერე საერთოდ გაქრა ვიდეო სადაც კონკრეტულ ციფრებზე საუბრობს…

წარმოიდგინეთ ამ ქალბატონის რანგი და ჩინი, თუ რამხელა ცენზურის ქვეშ მოაქციეს, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელის განცხადების რევიზია მოახდინეს…
აი ეს არის ფსევდო-დასავლეთი თავისი ცენზურით, ძირგამომპალი ბიუროკრატიითა და შეთქმულების თეორიებით…

ანუ ვინც ვერ ჩაჯდება კონკრეტულ “პოლიტ-კონიუნქტურაში” ყველა დაექვემდებარება ცენზურას, თვით უმაღლესი რანგის ჩინოსანი…
სამწუხაროდ ასეთი შეთქმულებები აზარალებს არამხოლოდ “ბებერ კონტინენტს” არამედ მის მიმართ მისწრაფებასაც კი…
თუმცა, საბედნიეროდ ნელა, მაგრამ აუცილებლად ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება, რადგან მანიპულაცია და გავლენები დროებითია.
გლობალური კრიზისების ფონზე მსოფლიო თვითგამორკვევის აქტიურ ეტაპზეა.

ასე მოხდება ევროპულ საზოგადოებებშიც-წარსულს ჩაბარდება რეტროგრადული ბიუროკრატია, ცენზურა და ყავლგასული პოლიტიკური კონიუნქტურა…
და ამ დიდ ევროპულ გზაგასავალზე ქართული საზოგადოება იდგება ავანგარდში!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურს, გენერალ კრისტოფერ კავოლის შეხვდა
Next: ქვეყანას ვერ ავარევინებთ ვერავის, ჩვენ გვთხოვენ, პოლიტიკურად სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისათვის რომ ქვეყანა არიონ და რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.