ლიბერალებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს და სინამდვილეში ფსევდოლიბერალების აგრესიასთან რომ გვაქვს საქმე ეს გამოჩნდა ამ პოსტის კომენტარებში, ამ პოსტზე რეაქციებში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კომენტარებს, რომელიც დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ფეისბუქსტატუსს მოჰყვა.
„ადამიანს რა უნდა დამართოდა, მათ პიარულ შედეგზე ვლაპარაკობ, იმის გამო, როგორ გაბედა საპატრიარქოს წარმომადგენელმა საკუთარი აზრის დაფიქსირება“, – აღნიშნა მდინარაძემ.
დედათა მონასტერში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა.
ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და მონაზონზე სექსუალური ძალადობის ფაქტის გამო სამართალდამცავებმა ორი ბრალდებული დააკავეს.
