Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პარლამენტის დარბაზში მოხვედრა საშვის გარეშე, პრაქტიკულად უპრეცედენტოა

მარშალ პრესი 28/11/2022
მამუკა მდინარაძე

პარლამენტის დარბაზში მოხვედრა საშვის გარეშე, პრაქტიკულად უპრეცედენტოა, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციას.

მისი თქმით, შემდეგ დასკვნაში ალბათ იქნება ჩანაწერი ჩაისა და ვარდების შესახებ ჩანაწერი.

„როგორც ჩანს, ამის სურვილი აქვთ 2003 წლის ისტორიის გამეორების. ამის სურვილს გამოთქვამენ ხოლმე ხმამაღლა, თუმცა მგონია, რომ ქვეცნობიერი ასეთ შეცდომას არ უნდა აშვებინებდეს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებსაც ცოტა მეტი მოეთხოვებათ, არა მარტო იმის გამო, რომ ყველაზე მდიდარი ენჯეოები არიან, არამედ იმიტომ რომ არ შეიძლება ისეთი რაღაცეების ჩაწერა, რაც გამხელს შენს სურვილებსა და ოცნებებში. ეს არ არის დოკუმენტი, რომელიც სურვილებსა და ოცნებებზე უნდა იყოს. პარლამენტის დარბაზში მოხვედრა საშვის გარეშე, პრაქტიკულად უპრეცედენტოა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რატომ უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მსურველს პარლამენტში უკონტროლოდ შესვლის შესაძლებლობა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მორიგი სადავო რეკომენდაცია. ორგანიზაციის მოსაზრებით, მოქალაქეებს საშვი არ უნდა სჭირდებოდეთ

Post navigation

Previous: ირაკლი ქარსელაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა
Next: საშვის გარეშე ყველა პარლამენტის დარბაზში მოხვდეს – ასეთი რამ არ გამიგია – იაგო ხვიჩია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.