Skip to content
31/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ქარსელაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა

მარშალ პრესი 28/11/2022
ქარსელაძე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, მუხთარ ბაბაევს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დელეგაციის წევრები და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე თევდორაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობისა და პარტნიორობის მნიშვნელობა.

ირაკლი ქარსელაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ და ისაუბრა ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიულ ხედვაზე.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ახალი შესაძლებლობები გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, რაზეც მხარეები მუშაობას გააგრძელებენ და სამინისტროებს შორის ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდება.

Post navigation

Previous: კოკა კაციტაძე საქართველოში ბელგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
Next: მამუკა მდინარაძე: პარლამენტის დარბაზში მოხვედრა საშვის გარეშე, პრაქტიკულად უპრეცედენტოა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.