Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს ქვეყანა იატაკის ტილო არ არის რომ ფეხი შეაწმინდო

მარშალ პრესი 28/11/2022
ბექა დავითულიანი

ეს ქვეყანა იატაკის ტილო არ არის რომ ფეხი შეაწმინდო, ესეც ყველამ უნდა იცოდეს- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

დავითულიანი ევროპელი კოლეგების მოსაზრებას გამოეხმაურა, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ და პუტინის პატიმრად მიაჩნიათ და აღნიშნა, რომ ეს მათი პოლიტიკური სპეკულაციაა.

მისივე თქმით, არც ერთი მათგანი თავის ქვეყანაში იგივე შეფასებას არ გააკეთებდა არც ერთ სხვა პოლიტიკოსზე.

„ძალიან მარტივად ვიტყვი რომ ტყუიან, პუტინის პირადი პატიმრობა საერთოდ რა შუაშია არ ვიცი, ევროპარლამენტარების მხრიდან ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია. ყველა სხვა რამეს თავი რომ დავანებოთ იმ დიდ სცენარში, მიხეილ სააკაშვილი დიდი რევოლუციონერივით რომ გადმოვიდა საზღვართან მხოლოდ ესეც კმარა იმისთვის, რომ ეს ადამიანი იყოს პატიმრობაში. არც ერთი მათგანი თავის ქვეყანაში იგივე შეფასებას არ გააკეთებდა არც ერთ სხვა პოლიტიკოსზე, რომელიც ასე მოიქცა. ეს ქვეყანა იატაკის ტილო არ არის რომ ფეხი შეაწმინდო, ესეც ყველამ უნდა იცოდეს“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

Post navigation

Previous: „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ მადრიდში, ,,საერთაშორისო სოციალისტების” (SI) კონგრესში მიიღო მონაწილეობა
Next: მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ და ნაცვლად 8,5 %-ისა გვექნება 10%. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.