Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • საზოგადოება

9 აპრილს გენერალ როდიონოვისა და რუსეთის სპეცსამსახურების იდეოლოგიური ნაშიერნი ღია ცის ქვეშ ტრენინგებს ჩაუტარებენ ნორჩ ლენინელებს

მარშალ პრესი 08/04/2022
დავით ქართველიშვილი

“დღეს უკრაინა ებრძვის აგრესორ რუსეთს მთავარსარდალ ზელენსკის მეთაურობით – იმ ზელენსკის, რომელიც “ჩამპალ ნარკომანად” საქვეყნოდ გამოაცხადა ომამდე ორი თვით ადრე იმავე გონჩარენკომ”- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი 9 აპრილს, პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციას, სადაც ოლექსი გონჩარენკო აქციაზე შეკრებილებს მიმართავს.

“9 აპრილს გენერალ როდიონოვისა და რუსეთის სპეცსამსახურების იდეოლოგიური ნაშიერნი ღია ცის ქვეშ ტრენინგებს ჩაუტარებენ ნორჩ ლენინელებს – ეს ისე, სერიოზულად. ახლა კი – ძალიან სერიოზულად. დღეს უკრაინა იბრძვის მათ შორის საკუთარ ქვეყანაში – უკრაინული ენის პრიორიტეტებისთვის. იმისთვის – რის წინააღმდეგ წლებია იბრძოდა გონჩარენკო. დღეს უკრაინა ებრძვის რუსეთის მცდელობას – კიევში დააბრუნოს სააკაშვილის “ბრწყინვალების ორდენის” კავალერი იანუკოვიჩი. ის იანუკოვიჩი – ვისი პარტიის აქტიური წევრი იყო გონჩარენკო. დღეს უკრაინა ებრძვის აგრესორ რუსეთს მთავარსარდლის ზელენსკის მეთაურობით – იმ ზელენსკის, რომელიც “ჩამპალ ნარკომანად” საქვეყნოდ გამოაცხადა ომამდე ორი თვით ადრე იმავე გონჩარენკომ…ერთი კითხვა მაქვს ამ სამარცხვინო პერფორმანსში მონაწილეობის მიღების მსურველებთან – არ გიტყდებათ?”- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: ოზურგეთის ტექნოპარკში, GITA- ს საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
Next: ამჯერად ხოშტარია-გონჩარენკოს დუეტი გამოფშიკეს – ზაალ ანჯაფარიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025