Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთის ტექნოპარკში, GITA- ს საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

მარშალ პრესი 08/04/2022
02

ოზურგეთის ტექნოპარკში, GITA- ს საგრანტო პროგრამების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ადგილობრივმა მეწარმეებმა საკუთარი ბიზნესის დასაწყებად 30 000 და 100 ათას ლარიანი დაფინანსება მოიპოვეს.

დღეს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ, 4 ინოვაციური და ტექნოლოგიური ბიზნეს იდეა დააჯილდოვა.
პროგრამა ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია დაესწრნენ.

„ ოზურგეთის ტექნოპარკი – ეს არის ადგილი, სადაც იდეა, შესაძლებლობები და დაფინანსება ერთმანეთს უკავშირდება. მოხარული ვარ, რომ სამ თვეში კიდევ გამოცხადდება კონკურსი და ჩვენს თანამოქალაქეებს მიეცემათ შესაძლებლობა თავიანთი ბიზნეს პროექტები წარმატებით განახორციელონ,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

Post navigation

Previous: გილოცავთ მეგობრებო, 9 აპრილს გონჩარენკო მოგვმართავს – ზურაბ ქადაგიძე
Next: 9 აპრილს გენერალ როდიონოვისა და რუსეთის სპეცსამსახურების იდეოლოგიური ნაშიერნი ღია ცის ქვეშ ტრენინგებს ჩაუტარებენ ნორჩ ლენინელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.