საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან ის უკრაინული მოდელის ანალოგია.
დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონზე ვენეციის კომისია მუშაობას აგრძელებს.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადააგზავნოს. ევროკომისრების თქმით, უნდა დადგინდეს, რამდენად მიიყვანს ქვეყანას ეს იურიდიული ინსტრუმენტი ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებასთან. უკრაინულ მოდელზე შექმნილმა კანონპროექტმა საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენა უკვე გაიარა. მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, პარლამენტიდან ვენეციის კომისიაში კანონპროექტის გაგზავნის საჭიროება.
„თვისობრივად ერთგვაროვანი საკანონმდებლო აქტებია ჩვენი, ქართული საკანონმდებლო ინიციატივა დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერაა წარდგენილი და უკრაინული მოდელი. უკრაინული მოდელი ვენეციის კომისიაში რეკომენდაციისთვის არის გაგზავნილი. იქ გაკეთდა მკაფიო შეფასებები იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი კარგია. ამით უკრაინა დაწინაურებულია და შესაბამისად, მოწოდება იყო ამ კანონის მხოლოდ და მხოლოდ აღსრულების დასაწყებად. ვფიქრობ, ესეც ამცირებს ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ ქონის საჭიროებასა და მიზანშეწონილობას“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. ამერიკის ელჩი საქართველოში კი ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.
დონალდ ტრამპი აირჩია ამერიკელმა ხალხმა ამერიკის პრეზიდენტად იმისთვის, რომ დაიცვას ამერიკის...