Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ 2 პირი დააკავა

მარშალ პრესი 26/11/2022
შსს

შიდა ქართლის პოლიციამ 2 პირი დააკავა, – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელსდაბადებული ვ.გ დააკავეს.

მათ ბრალად 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერაციულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ემუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ სამინისტროში.

Post navigation

Previous: ლევან ნიკოლეიშვილი ელენე ხოშტარიაზე: რუსეთი, კრემლი, რუბლი, აგენტურა, ქვეყნის მტრობა, 0% – ყველა ეს ეპითეტი მხოლოდ მე მახსენდება ამ ქალზე, თუ თქვენც ასე ხართ?
Next: მიხეილ სარჯველაძე: თვისობრივად ერთგვაროვანი საკანონმდებლო აქტებია ჩვენი, ქართული საკანონმდებლო ინიციატივა დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერაა წარდგენილი და უკრაინული მოდელი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.