Skip to content
12/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მაია ჩხაიძე: ვირუსების დროს ზოგიერთ შემთხვევებში მოზარდებში არის შემთხვევები, რომ ორი დღე არ არის ცხელება, შემდეგ ისევ გრძელდება, ან შესაძლოა, ცხელება 5-6 დღე იყოს

მარშალ პრესი 26/11/2022
მაია ჩხაიძე

ვირუსების დროს ზოგიერთ შემთხვევებში მოზარდებში არის შემთხვევები, რომ ორი დღე ნათელი პერიოდია და შემდეგ ისევ გრძელდება ცხელება. ან შესაძლოა, ცხელება 5-6 დღე გაგრძელდეს, – ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა.

საქართველოში რამდენიმე ტიპის ვირუსი ცირკულირებს. გაზრდილია კლინიკებში მიმართვიანობაც, თუმცა ექიმების განცხადებით, საგანგაშო არაფერია. სპეციალისტები პიკურ პერიოდს დეკემბრის შუა რიცხვებიდან ელოდებიან.

„სასურვლია, ახალშობილები და ჩვილები სიმპტომების გამოვლენისთანავე კონტაქტში იყვნენ ექიმებთან, პედიატრს გაასინჯონ და მათი მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ. ბრონხიოლიტის დიაგნოზით, როგორც წესი, საშუალო და მძიმე მიმდინარეობის დროს, ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ.

მოზრდილ ბავშვებს, რომელთაც აქვთ ტემპერატურა, უბრალოდ, მშობლების შფოთვას იწვევს შეუპოვარი ტემპერატურა. ამ ვირუსების დროს ზოგიერთ შემთხვევებში არის ასეთი შემთხვევები, რომ ორი დღე ნათელი პერიოდია და შემდეგ ისევ გრძელდება ცხელება. ან შესაძლოა, მაღალი ცხელება 5-6 დღე იყოს. ასეთ დროს აუცილებელია, ცხელების სწორი მართვა, სიცხის დამწევი საშუალებებით. ამავე დროს უნდა მივაწოდოთ სითხე და ელექტროლიტები, რათა ორგანიზმი არ გამოშრეს. ცხელების დროს ბავშვის ორგანიზმი კიდევ უფრო მეტ სითხესა და ელექტროლიტებს კარგავს. მშობლებმა კლინიკას იმ შემთხვევაში მიმართონ, მოზრდილებში განსაკუთრებით, თუ იქნება სუნთქვის გაძნელება“, – განაცხადა ჩხაიძემ.

Continue Reading

Previous: იენს სტოლტენბერგი: უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის სისტემების გადაცემაზე გადაწყვეტილება ცალკეულმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ
Next: ახალაია-მელიას კლანების დაპირისპირება გადამწყვეტ ფაზაში შედის – მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რომ ყოველგვარი გარე დაპირისპირების გარეშე წარიმართოს ეს პროცესი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025