Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: კანდიდატის სტატუსისთვის ტექნიკური წინაპირობები საქართველოს უკვე დიდი ხანია, დაკმაყოფილებული აქვს, რთულია კამათი იმაზე, რომ საქართველო ტრიოში ​გამორჩეული და ლიდერი არ არის

მარშალ პრესი 23/11/2022
შალვა პაპუაშვილი

ტექნიკური წინაპირობები საქართველოს უკვე დიდი ხანია, დაკმაყოფილებული აქვს კანდიდატის სტატუსისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, მისივე თქმით, ახლა მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„კანდიდატის სტატუსს რაც შეეხება, ზოგადად ამ გადაწყვეტილებას აქვს ორი განზომილება. ერთი არის ქვეყნის ტექნიკური შეფასება და მზაობა, მეორე – პოლიტიკური გადაწყვეტილება. პოლიტიკური გადაწყვეტილება და მისი მოტივები არ არის აუცილებელი, ყოველთვის იყოს სამართლიანი, იმიტომაც არის ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ სხვადასხვა მოტივს ეფუძნება. რაც შეეხება ტექნიკურ მზაობას, ჩვენ მაშინაც ვამბობდით, ახლაც ვფიქრობთ და დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, რომ თუკი ვსაუბრობთ ტრიოზე, მოლდოვაზე, უკრაინასა და საქართველოზე, თუკი შევხედავთ ობიექტური შეფასების კრიტერიუმებს, როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციური და პოლიტიკური კუთხით, ვფიქრობ, რთულია კამათი იმაზე, რომ საქართველო ტრიოში ​გამორჩეული და ლიდერი არ არის. ტექნიკური მზაობის კუთხით, საქართველო ტრიოში გამორჩეულია და ლიდერია. ამიტომ ტექნიკური წინაპირობები საქართველოს უკვე დიდი ხანია, დაკმაყოფილებული აქვს კანდიდატის სტატუსისთვის. ახლა მთავარია პოლიტიკური გადაწყვეტილება, ხოლო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სჭირდება, რომ საქართველომ დავარწმუნოთ ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნები, რომ უნდა იყოს პოზიტიური გადაწყვეტილება.

სამწუხაროდ, ჩვენი საქმიანობის პარალელურად, ვგულისხმობ ხელისუფლებისა და ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს, ვხედავთ, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი დაკავებულია იმით, რომ როგორმე დაარწმუნოს ევროკავშირი, არ მოგვცენ სტატუსი. ეს სულ მცირე გულისხმობს იმას, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფები საერთოდ დაცლილი არიან ​პატრიოტიზმისგან. არანაირი ფასეულობა მათთვის ქვეყნის სახით არ არის და მათ პოლიტიკური პარტიული ინტერესები უფრო წინ უდგათ, ვიდრე ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: მერაბიშვილის ფიგურა სპეციალურადაა წამოწეული, ეს არის გზავნილი – თუ ჩვენ სისხლის გუბეები დავაყენეთ, ეს საჭირო იყო
Next: საბა ბუაძემ ვანო მერაბიშვილს ფანტაზიები დაუმსხვრია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.