Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მერაბიშვილის ფიგურა სპეციალურადაა წამოწეული, ეს არის გზავნილი – თუ ჩვენ სისხლის გუბეები დავაყენეთ, ეს საჭირო იყო

მარშალ პრესი 23/11/2022
ვოლსკიი

გიორგი ვოლსკი ამერიკელი სენატორების მხრიდან საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

მან ამ პროცესში „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო პოლიტიკის ფაქტორს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ეს პარტია მხოლოდ ანტურაჟია და საუბარი უფრო დიდ ფსონებზეა და საქართველოს გარშემო უფრო დიდი ხიფათის შემცველი პოზიციებია.

ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურად მუშაობს და ამ ეტაპზე საზღვარგარეთ რამდენიმე დელეგაცია იმყოფება, სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტები განახორციელა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც.

„მეორე საკითხია კიდევ რუსეთის ფაქტორი. არ არსებობს, რომ რუსეთს, რომელიც ამ ყველაფერს აკვირდება, არ აწყობდეს დესტაბილიზაცია საქართველოში, რომ მისი ალტერნატიული დერეფანი არ გაიხსნას ენერგორესურსებისთვის. ვერ დავაბრალებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის რუსეთის ფედერაციის აგენტურა, ცოტა ხისტად გამომივა, თორემ ისე რომ დაფიქრდე, ინტერესი, რომელიც აქვს ორივე მხარეს, ზუსტად ემთხვევა, ოღონდ სხვადასხვა მიზანი აქვს ერთსაც და მეორესაც“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: მელია რაც არის, ყველამ ვიცით, მაგრამ ადვილი დასამორჩილებელი არაა, ხაბეიშვილი კი ოპტიმალური გამოსავალია: როცა ეტყვი გადადგება, დაწვება ან კრივში ივარჯიშებს
Next: შალვა პაპუაშვილი: კანდიდატის სტატუსისთვის ტექნიკური წინაპირობები საქართველოს უკვე დიდი ხანია, დაკმაყოფილებული აქვს, რთულია კამათი იმაზე, რომ საქართველო ტრიოში ​გამორჩეული და ლიდერი არ არის

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.