Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა

მარშალ პრესი 23/11/2022
ევროპარლამენტი

ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის ძალების და მათი მარიონეტული ძალების მიერ უკრაინაში, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიზანმიმართული თავდასხმები და სისასტიკეები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის სხვა სერიოზული დარღვევები წარმოადგენს ტერორისტულ აქტებს და სამხედრო დანაშაულს.

ევროპარლამენტის ინფორმაციით, დეპუტატები აღიარებენ რუსეთს, როგორც სახელმწიფოს, რომელიც „ტერორიზმის საშუალებებს იყენებს“.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, შექმნან შესაბამისი სამართლებრივი ბაზა და განიხილონ რუსეთის დამატება ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში.

ევროპარლამენტის განცხადების თანახმად, ეს გამოიწვევს მთელ რიგ მნიშვნელოვან შემაკავებელ ზომებს მოსკოვის წინააღმდეგ და ღრმა შემზღუდველ გავლენას მოახდენს ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობებზე.

პარალელურად, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, „რუსული გასამხედროებული ორგანიზაცია „ვაგნერის ჯგუფი“, 141-ე სპეციალური მოტორიზებული პოლკი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „კადიროველები“ და რუსეთის მიერ დაფინანსებული სხვა შეიარაღებული ჯგუფები, მილიცია და მარიონეტები ევროკავშირის ტერორისტების სიაში შეიყვანოს“.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 494-მა დეპუტატმა, 58 წინააღმდეგი იყო, 44-მა კი თავი შეიკავა.

Post navigation

Previous: ევროპარლამენტში ნამდვილად არ არის იმის განცდა, რომ სააკაშვილი უსაფუძვლოდ იხდის სასჯელს
Next: “ვარდების რევოლუციის” მთავარი შედეგი – ზაალ ანჯაფარიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.