Skip to content
15/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპარლამენტში ნამდვილად არ არის იმის განცდა, რომ სააკაშვილი უსაფუძვლოდ იხდის სასჯელს

მარშალ პრესი 23/11/2022
მაკა ბოჭორიშვილი

ევროპარლამენტში არ არის ნამდვილად იმის განცდა, რომ სააკაშვილი უსაფუძვლოდ იხდის სასჯელს, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში სტრასბურგში ვიზიტით იმყოფება.

მისი თქმით, ევროპარლამენტში საკმაოდ აქტიურად მუშაობს ლობი, რომელიც ლობირებს ჰუმანიტარული კუთხით სააკაშვილის მდგომარეობის წარმოჩენას.

„ვხედავთ, რომ არის მცდელობები წარმოაჩინონ სააკაშვილის მდგომარეობა ისე, რომ მის მიმართ გამოყენებული იყოს ჰუმანიტარული ნაბიჯები.

ვხედავთ კამპანიას ევროპარლამენტში და ვნახეთ კომიტეტის სხდომაზე სააკაშვილის ოჯახი. მათ ჰქონდათ შეხვედრები ევროპარლამენტარებთან და ცდილობენ ევროპარლამენტარები დაარწმუნონ სირთულეში, რაც ახლავს სააკაშვილის საქმეს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

Post navigation

Previous: მე საერთოდ არ მჭირდება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი
Next: ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.