Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამას ნათლად ვხედავთ საქართველოში – ნაცმოძრაობა და მათთან ასოცირებული ძალები ამ ყველაფერს საკუთარ იარაღად იყენებენ

მარშალ პრესი 23/11/2022
ჩიქოვანი

ევროპარლამენტი პოლიტიკური ორგანოა, რომელიც იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. პოლიტიკური გადაწყვეტილებები დამოკიდებულია პოლიტიკურ ძალთა ბალანსზე და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ინტერესებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკას“ განუცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში სტრასბურგში ვიზიტით იმყოფება.

„ჩვენ, გამოკვეთილად ვხედავთ, რომ არსებობს პოლიტიკური ინტერესი, რომ საუბარი იყოს არა მხოლოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ამ დიდ მიზანზე, რომელიც ყველას უნდა აერთიანებდეს, არამედ კონკრეტული პოლიტიკური თანამშრომლობით, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის წევრობით განპირობებულ გადაწყვეტილებებზე. ეს შესაძლებლობა არსებობს და ამას ვხედავთ.

არ არის მისაღები, როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუციები გამოყენებულია პოლიტიკურ იარაღად. ჩვენ ამას ნათლად ვხედავთ საქართველოში, ნაცმოძრაობა და მათთან ასოცირებული ძალები ამ ყველაფერს საკუთარ იარაღად იყენებენ. პარტნიორებთან აქვთ ინტენსიური მუშაობა და ერთადერთ საშუალებას ხედავენ, რომ მათი პოლიტიკური მნიშვნელობა შეინარჩუნონ, მაშინ როდესაც მხარდაჭერას ყოველდღიურად კარგავენ ქართულ საზოგადოებაში“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

საპარლამენტო დელეგაცია საფრანგეთშია. მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი ჩიქროვანი სტრასბურგში შეხვედრებს მართავენ.

Post navigation

Previous: შვილო ხატია, კეზერაშვილის მინიონებში – ელენეში, ზურაში და ვაშაძეში გაბუდნიან მაგ ქურქუმალს და ვანო და კეზერაშვილი იქნებიან ამ ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველები
Next: ვანო მერაბიშვილი გამოჩნდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.