Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე: ჩემთვის “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარეობა ცოტა სხვა რამეა. დეკანოიძის აზრით ხაბეიშვილი და მელია დაბალი დონეა

მარშალ პრესი 22/11/2022
ხატია-დეკანოიძე

ჩემთვის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე , ცოტა სხვა რამეა, რადგან ერთ დროს მას ხელმძღვანელობდა მსოფლიო დონის პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ “ტვპირველის” ეთერში ისაუბრა.

“ნაციონალური მოძრაობა” ბევრი ადამიანისთვის არის იდეა და რა თქმა უნდა, ის რომ დღეს, ჩვენი პარტიის გარშემო კვლავ არის გაურკვეველი მოქალაქეებისთვის, ხშირ შემთხვევაში დამაბნეველი და მე ნამდვილად ვერ გავიზიარებ ორივე მხარის კამპანიის ოპტიმიზმს, რომ აქედან შეიძლება ყველაფერი რაღაც საუკეთესო გამოდნეს. ეს პროცესი ჩემთვის არის უსიამოვნო და არ მომწონს. მიუხედავად ამისა, მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს, თუ ვის მივცემ ხმას, იმიტომ რომ ჩემთვის პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, რომელიც იყო ერთ დროს მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ჰქონდა იმ პოლიტიკოსის წონა, რომელზედაც საუბრობდა მთელი მსოფლიო და 2013 წელს მას კიდეც უთხრეს, ხელისუფლების გადაბარების შემდეგ, რომ ის ნამდვილად ჯორჯ ვაშინგტონს შეიძლება შევადაროთ. სწორედ შაჰინმა უთხრა, რომ ასე უნდა დარჩეს ისტორიას. ამიტომ, ჩემთვის ამ პარტიის თავმჯდომარე ცოტა სხვა რამეა”_ განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

Post navigation

Previous: ლევან ხაბეიშვილის განცხადებით ნიკა მელია დაძაბუნდა – ის ვეღარ არის, ან აღარ არის აქტიური
Next: ლევან ხაბეიშვილი აპირებს 24 საათი არ დაიძინოს, ხოლო ვანო მერაბიშვილს და დავით კეზერაშვილს თავისი ადგილი მიუჩინოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.