Skip to content
24/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით ნიკა მელია დაძაბუნდა – ის ვეღარ არის, ან აღარ არის აქტიური

მარშალ პრესი 22/11/2022
ლევან ხაბეიშვილი

ჩემი მხარდაჭერაც ჰქონდა ნიკა მელიას, ის იყო თავმჯდომარე, მაგრამ პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” სჭირდება აქტიური თავმჯდომარე, ეს არის 2×2 – ამის შესახებ ნაცმოძრაობის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა “ტვპირველის” ეთერში განაცხადა.

“მელიას ჩვენი მხარდაჭერაც ჰქონდა, რომლებიც დღეს ვფიქრობთ, რომ პარტიას გაძლიერება სჭირდება. ჩემი მხარდაჭერაც ჰქონდა ნიკა მელიას, ის იყო თავმჯდომარე, მაგრამ პარტია “ნაციონალურ მოძრაობას” სჭირდება აქტიური თავმჯდომარე, ეს არის 2×2. არ მინდა შემოვიყვანო ადამიანი პროცესში, რომლის ჯანმრთელობაც მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ვის წარმოგიდგენიათ ლიდერი პრეზიდენტ სააკაშვილი, რომელიც ეუბნება თავის თანაგუნდელებს და ხალხს, თუ რამის კეთება გინდათ გააკეთეთ. ლიდერი თავად უნდა იყოს მაპროვოცირებელი, აქტიური. ჩემდა სამწუხაროდ, ეს ხომ არ მიხარია, ნიკას უკანასკნელ პერიოდში შეექმნა პრობლემები, ის ვეღარ არის, ან აღარ არის აქტიური”_ აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

Post navigation

Previous: არჩილ თალაკვაძე: დასარეგულირებელია ძაღლების მოშენების და გამრავლების, მიტოვებასთან დაკავშირებული საკითხები
Next: ხატია დეკანოიძე: ჩემთვის “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარეობა ცოტა სხვა რამეა. დეკანოიძის აზრით ხაბეიშვილი და მელია დაბალი დონეა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.