“ტაბულას” ხელმძღვანელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“როდესაც სიტყვები ფასს და მნიშვნელობას კარგავს, როდესაც არაფერი ნაღდი არაა და გამონაკლისებიც წესს ადასტურებენ, აი ასეთ წუმპეში ვიძირებით.
დღეეებია გვიმტკიცებენ რომ სააკაშვილი მოწამლულია, უკვე წელიწადზე მეტია გვამუნათებენ ყველას, ვინც ჭეშმარიტებას ვამბობთ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულირება ოპოზიციის დამატებით მარგინალიზაციას გამოიწვევს.
ახლა სააკაშვილმა რატომღაც (ესეც საინტერესოა რატომ ახლა – აქამდეც ხომ ესმოდა ამას რომ ამტკიცებდნენ?) თქვა რომ სისულელეა ჩემი მოწამვლაო და მისი ადვოკატი ამტკიცებს მისი დაწერილი არააო.
ამ ყველაფერს უნდა აკავებდეს მედია!
მედია უნდა იყოს ფილტრი!
მედია, სამოქალაქო საზოგადოება და კონკურენტი პარტიები.
მაგრამ როდესაც ყველაფერი ერთ ხელს შეშტერებია რომ ფული მისცეს, ასეთ წუმპეში ვიძირებით.
საზოგადოების 70 პროცენტი პოლიტიკაზე წარმოდგენას იქმნის ტელემედიიდან და ტელემედიის უმრავლესობა საჯარო ინტერესს არ ემსახურება ამ ქვეყანაში.
ამ ფორმაში ვინცაა ის ბიძინას კი არა, კუსაც ვერ დამაარცხებს სირბილში.” – წერს ჩერგოლეიშვილი
ინაუგურაციას ვულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს. დიდი იმედი...