Skip to content
10/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უნიტაზის მწერალს ლაშა ბუღაძეს სააკაშვილი შეეცოდა – საწყალი სააკაშვილი ამათ ხელში…

მარშალ პრესი 21/11/2022
ლაშა ბუღაძე

მწერალი ლაშა ბუღაძე მიხეილ სააკაშვილზე წერს სოციალურ ქსელში:

“საწყალი სააკაშვილი ამათ ხელში… დილით პოსტი გამოაქვეყნა – ჩემი ჯანმრთელობით ნუ სპეკულირებთო, ახლა მისი ადვოკატი ეჭვობს, რომ ტექსტი სხვამ დაწერა და არა სააკაშვილმა.

სააკაშვილი გახდა “ინტერპტერაცია” მასზე და მისით კაპიტალიზებულთა ხელში. ეს კი უკვე არა პოლიტიკა, არამედ ვულგარული პოსტმოდერნიზმია: აღქმებს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე სინამდვილეს.

ვინ რას ამბობს, ვის რისი სჯერა და ვის რა სჭირდება რწმენისთვის… ტრაგიკული გროტესკია. შეგრძნება მაქვს, რომ ეს კაცი არა მხოლოდ ივანიშვილის, არამედ მასზე საეჭვოდ მზრუნველთა მძევალიცაა. თუმცა ალბათ ესეც მისი არჩევანია… ივანიშვილმა მიაღწია თავის მიზანს: დათესა სრული ნიჰილიზმი და უნდობლობა მის მოწინააღმდეგეთა შორის, სიმართლესა და იდიოტიზმს შორის ზღვარი გააუქმა და თან დიდი ძალისხმევაც არ დასჭირვებია ამისთვის, რაკი უპასუხისმგებლო სიტუაციური სასარგებლო იდიოტები ისედაც საკმარისად გვყავს საქართველოში. არადა, ეს ტრაგედია წესით არ უნდა იყოს სასაცილო…”– წერს ლაშა ბუღაძე.

Post navigation

Previous: დავით მათიკაშვილი – შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, მეორეა ეს რამდენად სწორი იქნება, ან არ იქნება – „არა და არასდროს“ არც ჩემი ნათქვამია და არც თქვენი, ეს პრეზიდენტმა ბრძანა
Next: ბიძინას კი არა, კუსაც ვერ დამაარცხებს სირბილში – აი ასეთ წუმპეში ვიძირებით – როდესაც ყველაფერი ერთ ხელს შეშტერებია რომ ფული მისცეს, ასეთ წუმპეში ვიძირებით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.