Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბექა დავითულიანი: მიხეილ სააკაშვილმა შეიცვალა მოქმედების მანერა და სტილი იმის გამო, რომ მიხვდა, კედელთან დაჯახება, უშედეგო ბროლა, სპეკულაციები არაფერს მოუტანს. კარგია, რომ ამას ეგუება

მარშალ პრესი 21/11/2022
ბექა დავითულიანი

მიხეილ სააკაშვილმა შეიცვალა მოქმედების მანერა და სტილი იმის გამო, რომ მიხვდა, კედელთან დაჯახება, უშედეგო ბროლა, სპეკულაციები არაფერს მოუტანს. კარგია, რომ ამას ეგუება, რადგან ყველა პატიმარს საწყის ეტაპზე ჩაკეტილ სივრცესთან შეგუება უჭირს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა სააკაშვილის წერილზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ცნობილია, რომ სააკაშვილს მით უფრო უჭირს ერთი და იგივე ადგილას ყოფნა, თუმცა სხვა პატიმრების მსგავსად მასაც მოუწევს.

„მთელი წლის, თუ მეტის არა, განმავლობაში გვესმის, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდადებული სააკაშვილი უკანასკნელ დღეებს ითვლის, დაახლოებით ასეთი გზავნილი. ჯვარი წერია! ვხედავთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სპეკულაცია უკვე იქცა გარკვეული პოლიტიკოსების ჩვევად. დღეს მან თავისი თანაგუნდელებისა და ოჯახის წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. უკანასკნელ პერიოდში ის უცნაურად იქცევა. როგორღაც აღარ აცდის, სხვებს მისი სახელითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით სარგებლობით უფლებას აღარ აძლევს, თითქოს. სავარაუდოდ, ეს ეხება იმ ტაქტიკას, რომელიც მან უკანასკნელი თვეების განმავლობაში აირჩია. უცნაური, ჩემი აზრით, აბსურდული, რომ მე კარგად მოვიქცევი, ყველაფერს კარგად ვიზამ. აღარ ჩავერევი არაფერში და თითქოს თავის შეცოდების პოლიტიკაა, რომ იქნებ ვინმემ შეიწყალოს. ამის უფლება აქვს მხოლოდ პრეზიდენტს, რომელმაც ცალსახად განაცხადა, რომ ის ამას არ იზამს“, – განაცხადა დავითულიანმა.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გებახიანმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ უცხოელი ექსპერტიების დასკვნის თანახმად, ექსპრეზიდენტი მოწამლულია. გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. ასევე, მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

დღეს კი საქართველოს მესამე პრეზიდენტმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მას არასდროს უთქვამს თავისი ადვოკატებისთვის, რომ ეჭვი აქვს მოწამვლაზე.

Post navigation

Previous: იენს სტოლტენბერგი: 2008 წელს საქართველომ რუსეთის აგრესია გამოსცადა. მჯერა, რომ ასეთ ქვეყნებს, სანამ ალიანსის წევრობას მივანიჭებთ, ძლიერი მხარდაჭერა მაინც უნდა გავუწიოთ
Next: გიგა ბოკერია – „ნაციონალური მოძრაობა“ იქცა ძალად, სადაც არც პრინციპებს, არც ფასეულობებს მნიშვნელობა არ აქვს – დაპირისპირება არის ტალახის სროლით, ან იმით, თუ ვინ არის სააკაშვილის უფრო ერთგული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.