Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არ მაქვს სააკაშვილის შეწყალების უფლებამოსილება მარტივი მიზეზის გამო – სალომე ზურაბიშვილი

მარშალ პრესი 21/11/2022
სალომე ზურაბიშვილი1

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების უფლება არ აქვს.

„არ მაქვს ამის უფლებამოსილება ერთი მარტივი მიზეზის გამო, განაჩენის გამოტანა არ დასრულებულა, მას ჯერ კიდევ ასამართლებენ და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეწყალება ხდება, როდესაც ყველაფერი დასრულებულია,“– განაცხადა პრეზიდენტმა BBC-თან ინტერვიუში, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, რატომ არ იყენებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას მიხეილ სააკაშვილის შესაწყალებლად.

კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა ექსპრეზიდენტს, როცა დასრულდება ყველაფერი, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: „ეს სხვა საკითხია, მე განვმარტე, რატომ არ გავაკეთებ ამას”.

„ეს არის პოლარიზაციის ფაქტორი. ხალხი ცხოვრობდა მისი რეჟიმის დროს და საქართველოში პრაქტიკულად ერთი ოჯახიც არ დარჩა, რომელმაც საკუთარ თავზე არ განიცადა, თუ რას ნიშნავს ასეთი ავტოკრატიული რეჟიმის არსებობა. არა მგონია, რომ უნდა გავხდე ინსტრუმენტი მეტი პოლარიზაციისთვის.

ამასთან, მე არ მსურს პრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს ან რაიმე გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს. საქართველოში საჯაროდ ვაცხადებ, რომ მისი ექსტრადირება უნდა მოხდეს, თუ არ ვიცი, რა ტერმინი გამოიყენება, რათა დამატებითი მკურნალობა მიიღოს…ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ უნდა მიიღოს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა
Next: პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრს რომ ბნედა არ ემართებოდეს, უსამართლო გადაწვეტილებას ვერავინ შემოგვბედავდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025