Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შეიძლება ზუსტად ამ წუთას, სასიკვდილოდ მოწამლული სააკაშვილის ფბ გვერდზე ჰაკერული შეღწევის გზით, ვიღაცა ნაძირალა და მკვლელი ფეიკ სტატუსებს ავრცელებს!!!

მარშალ პრესი 21/11/2022
დავით ქართველიშვილი

მოძრაობა”ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის ოჯახისა და ადვოკატების მიერ გამართულ კლოუნადას სარკასტული პოსტით პასუხობს:

“არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუქმდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება! მე ამ ვითომ და “სააკაშვილის” პოსტის არც ერთი სიტყვის არ მჯერა! რადგან ადვოკატებმა, რომლებმაც პროფესიიდან გამომდინარე, ტყუილი არ იციან – ბრძანეს, რომ მოწამლულია, ესე იგი მოწამლულია. თანაც არაა გამორიცხული, რომ სააკაშვილი ისეთი ფორმით მოწამლეს, როდესაც თავად მოწამლულს ან არ ესმის რომ მოწამლულია, ან არ იცის – ეს რას ნიშნევს. მისი ტუბერკულოზური დემენცია, რომელიც ხელის ძვლების გამოცვლის საჭიროებასაც კი მოითხოვს – სავსებით ადასტურებს ჩემს ვარაუდს. ასე რომ, ექსპერტიზა აუცილებელია!!! მით უმეტეს, რომ სააკაშვილს არც ინტერნეტთან, არც ფეისბუქთან და არც კომპიუტერთან არანაირი წვდომა არა აქვს! და შეიძლება რომ ზუსტად ამ წუთას, სასიკვდილოდ მოწამლული სააკაშვილის ფბ გვერდზე ჰაკერული შეღწევის გზით, ვიღაცა ნაძირალა და მკვლელი ფეიკ სტატუსებს ავრცელებს!!!” – წერს ქართველიშვილი

არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა – მიხეილ სააკაშვილი

Post navigation

Previous: კლინიკის დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ აქვს ჩატარებული ტოქსიკოლოგიური კვლევა და არსად წერია, რომ ის მოწამლულია
Next: თბილისში პიტბულმა 2 წლის ბავშვი დაგლიჯა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.