Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კლინიკის დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ აქვს ჩატარებული ტოქსიკოლოგიური კვლევა და არსად წერია, რომ ის მოწამლულია

მარშალ პრესი 21/11/2022
ზურაბ ჩხაიძე

მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ აქვს ჩატარებული ტოქსიკოლოგიური კვლევა, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურა ჩხაიძემ განაცხადა.

კითხვაზე, წერია თუ არა დასკვნაში, რომ სააკაშვილი მოწამლულია, ჩხაიძე პასუხობს, რომ ეს არ წერია.

„მე არ ვიცი, ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, რა ინფორმაციაზე მესაუბრებით. რაც შეეხება ტოქსიკოლოგიურ კვლევას, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არაერთგზის გვაქვს ჩატარებული ეს კვლევები“, – განაცხადა ჩხაიძემ და კითხვაზე: წერია თუ არა დასკვნებში, რომ სააკაშვილი მოწამლულია, აღნიშნა, რომ „არა“.

რაც შეეხება ახალ დასკვნას, მისი თქმით, ახალი დასკვნა ჯერ არ მიუღიათ.

„არ მიგვიღია, მივიღებთ, გავეცნობით და ალბათ, ამის შემდეგ შევძლებთ მოგცეთ რამე კონკრეტული პასუხი. კლინიკა აკეთებს მაქსიმუმს, მას უტარდება ყველა სახის მკურნალობა, რაც საჭიროა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა გაავრცელა მასმედიის საშუალებით მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რასაც ყოფილმა პრეზიდენტმა დღეს უპასუხა და აღნიშნა, რომ „არასდროს, არც ერთი მისი ადვოკატისთვის არ უთქვამს, რომ მოწამვლაზე ეჭვი ჰქონდა“.

Continue Reading

Previous: ვალერი გელბახიანი მიხელ სააკაშვილმა იდიოტივით გამოაჭენა და “გადაფურთხებული აალოკინა” – გუ­შინ ჩვენ გვქონ­და ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი და კონ­სულ­ტა­ცია ბა­ტონ მი­ხე­ილ­თან
Next: შეიძლება ზუსტად ამ წუთას, სასიკვდილოდ მოწამლული სააკაშვილის ფბ გვერდზე ჰაკერული შეღწევის გზით, ვიღაცა ნაძირალა და მკვლელი ფეიკ სტატუსებს ავრცელებს!!!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025