Skip to content
31/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ეს ინტერესი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შემდეგი გადაწყვეტილება საქართველოსთვის დადებითი იქნება და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება

მარშალ პრესი 20/11/2022
ირაკლი კობახიძე

ეს ინტერესი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შემდეგი გადაწყვეტილება საქართველოსთვის დადებითი იქნება და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმდის კვირას“ განუცხადა.

მან კომენტარი გააკეთა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების თავდასხმებზე, რომელიც საქართველოში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტს მოჰყვა.

„მათი აგიტაციის შინაარსი არავისთვის დამალული არ არის. როდესაც შენ ეუბნები ევროპელ პარტნიორებს, რომ ქვეყანას ჰყავს პრორუსული ხელისუფლება, არ სურს 12 პუნქტის შესრულება და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი აწარმოებენ პირდაპირ აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ გააღიზიანა ისინი ევროკომისარ ვარჰეის დადებითმა შეფასებებმა ჩვენს მიერ განვლილ გზასთან დაკავშირებით. მათ კატეგორიულად არ სურთ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს პათოსი და დამოკიდებულება თავიდან ბოლომდეა გაშიფრული და საზოგადოება ამას ხედავს.

მისივე თქმით, რეკომენდაციები შესრულდება და არჩეული გზის სისწორე ევროკომისარმაც დაადასტურა.

„მათ აინტერესებთ თითოეული ნაბიჯი, რომელიც იდგმება 12 პუნქტის შესრულების კუთხით და ბუნებრივია, ეს ინტერესი ჩვენ გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შემდეგი გადაწყვეტილება საქართველოსთვის დადებითი იქნება და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში: ვგულშემატკივრობთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას
Next: ალეკო ელისაშვილი: ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია, ჩემი კოლეგების ნაწილი ევროკომისარს გაფართოების საკითხებში რომ აკრიტიკებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.