Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი ბერაია: ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწისგან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაცის მხარდამჭერი გზავნილები მოვისმინეთ

მარშალ პრესი 20/11/2022
ირაკლი ბერაია

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და ქართული დელეგაციის წევრები მადრიდში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწეს, ხავიერ კოლომინას შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსეთიდან მომდინარე კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესზე და იმ ამბიციურ დღის წესრიგზე, რომელსაც საქართველო ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიზნით ახორციელებს.

ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიესალმება ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, მის ჩანაწერებს, ასევე მადრიდის სამიტის გადაწყვეტილებებს, მათ შორის, საქართველოზე მორგებულ მხარდაჭერის ზომებს, რომელიც სამიტზე იქნა მიღებული. მათ შორის, უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ ალიანსის ადაპტაციასთან და აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის სამხედრო ყოფნის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

„ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ევროატანტიკური სივრცის სრულფასოვანი უსაფრთხოებისთვის, ახალ სტრატეგიულ ერაში გამოწვევებთან ეფექტიანი გამკლავების მიზნით, აუცილებელია ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაცია, საქართველოს ალიანსში გაწევრების დაჩქარება იმდენად, რამდენადაც ევროატლანტიკური სივრის სრულფასოვანი უსაფრთხოება წარმოუდგენელია ნატოში საქართველოს გაწევრიანების გარეშე.

საქართველო უკვე მოქმედებს, როგორც ნატოს პასუხისმგებლიანი წევრი სახელმწიფო, ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ აქვს არა მხოლოდ სურვილი, არამედ შესაძლებლობაც და ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილებაც წვლილი შეიტანოს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში და დღეს ერთის მხრივ მომეტებული საფრთხეების ფონზე, ასევე იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ცდილობენ ენერგო რესურსების და გზების მიწოდების დივერსიფიკაციას, ცდილობენ ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის განმტკიცებას, ეს კიდევ უფრო ზრდის საქართველოს როლს და მნიშვნელობას, კიდევ უფრო ზრდის ნატოს წევრი საქართველოს საჭიროებას“,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, ირაკლი ბერაიასთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები: ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია შედიან.

Post navigation

Previous: გიული ალასანია სააკაშვილზე – მიშამ 40 კილოგრამი დაკარგა კლინიკაში ყოფნის პერიოდში
Next: თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში: ვგულშემატკივრობთ და მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.