Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: მთავრობის მხრიდან მუდმივი მზაობაა იმისა, რომ ნატოში გაწევრიანება იყოს ჩვენი მთავარი ეროვნული პრიორიტეტი

მარშალ პრესი 20/11/2022
გიორგი ხელაშვილი

ჩვენი მთავრობის მხრიდან მუდმივი მზაობაა იმისა, რომ ნატოში გაწევრიანება იყოს ჩვენი მთავარი ეროვნული პრიორიტეტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა მადრიდში, სადაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა იმართება.

„ბევრად უფრო დიდი ინტერესია ჩვენი რეგიონის მიმართ ვიდრე ადრე იყო. ჩვენს მიმართ დახმარება მომატებულია, მეტი ენთუზიაზმია აღმოსავლეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით და ყველა მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მისწრაფებებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. როგორც ამბობენ, ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, მთავარია ჩვენ მზად ვიყოთ ამ გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ ჩვენი მთავრობის მხრიდან მუდმივი მზაობაა იმისთვის, რომ ნატოში გაწევრიანება იყოს ჩვენი მთავარი ეროვნული პრიორიტეტი“, – განაცხადა ხელაშვილმა.

 

მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 68-ე სესია გრძელდება. საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც.

Post navigation

Previous: პარტია არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება – პარტია იქნება ბევრად მიმზიდველი – ნიკა მელიამ ოცნება დაიწყო
Next: გიორგი გამსახურდია: ღირსება რა მოსატანია როგორც მიშა იქცევა ციხეში და თუნდაც გარეთ,მაგრამ თავის ამფსონებს მაინც შეხედოს, ამდენი მაინც არ უტირიათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.