Skip to content
24/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარტია არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება – პარტია იქნება ბევრად მიმზიდველი – ნიკა მელიამ ოცნება დაიწყო

მარშალ პრესი 20/11/2022
ნიკა-მელია

პარტია იქნება ბევრად მიმზიდველი, განსხვავებული ფართო საზოგადოებრივი ფენებისთვის, რომლებმაც მაგალითად, დღეს არ იციან, ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ვის მისცენ ხმა, – ამის შესახებ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პარტიაში მიმდინარე საარჩევნო პროცესებზე განუცხადა.

მისი თქმით, პარტიას დაშლა არ ემუქრება.

„პარტია არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება, გაძლიერდება, მიუხედავად იმისა, რომ ვნებათა ღელვა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი შესაძლებელია დაწყებულიყო ბევრად უფრო პოზიტიური იმპულსით, მაგრამ საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, პარტია იქნება ბევრად მიმზიდველი, განსხვავებული ფართო საზოგადოებრივი ფენებისთვის, რომლებმაც მაგალითად, დღეს არ იციან, ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ვის მისცენ ხმა“, – განაცხადა მელიამ.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც პარტიის წევრებმა თავმჯდომარის არჩევნებზე იმსჯელეს. პარტიაში ორ სხვადასხვა წესზე ამახვილებენ ყურადღებას ესენია ელექტრონული არჩევნები ან ფეისბუქ პლატფორმაზე ხმის მიცემა. ახლა ჯერი პოლიტიკურ საბჭოზეა.

Post navigation

Previous: მთავრობის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით მცირერიცხოვანი აქცია გაიმართა
Next: გიორგი ხელაშვილი: მთავრობის მხრიდან მუდმივი მზაობაა იმისა, რომ ნატოში გაწევრიანება იყოს ჩვენი მთავარი ეროვნული პრიორიტეტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.