Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: როდესაც საქართველოზე პასუხისმგებლობა ჰქონდათ, როდესაც „სახლი“ ებარათ – გადაწვეს, მტერსაც გაუკვირდებოდა, რაც ამ გუნდმა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთა

მარშალ პრესი 19/11/2022
თალაკვაძე

მათ, როდესაც საქართველოზე პასუხისმგებლობა ჰქონდათ, როდესაც „სახლში“ ებარათ – „სახლი“ გადაწვეს და ყველაფერი გააკეთეს, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის საწინააღმდეგოდ და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ შეეძლო ვინმეს გაეკეთებინა. მტერსაც კი გაუკვირდებოდა რაც ამ გუნდა, ხელისუფლებაში ყოფნის დროს გააკეთა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ისინი ითხოვენ რომ „სახლი“ ისევ მათ ჩაბარდეთ და როდესაც შიგნით ამის მხარდაჭერას ვერ იღებენ, ძირითადად დადიან და საზღვარგარეთ ეძებენ იმ მხარდაჭერას, რომელიც პარტიამ შიგნით უნდა მიიღოს. ზუსტად ეს არის ანომალია, რომ პარტია, რომელიც შიგნით გაკოტრებულია და ვერ ახერხებს ოპოზიციის როლი შეასრულოს.

გუშინ ვაშაძემ და ვაშაძის პოლიტიკურმა ჯგუფმა აჩვენა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ის უფრო მეტად შემძლეა და უფრო უკეთ შეუძლია პარლამენტში ოპოზიციური როლი შეასრულოს. გუშინ პაექრობა იყო ვაშაძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ ლიდერებს შორის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Continue Reading

Previous: მიკო სალოვა: ერთ დღესაც, როცა ფინეთი გახდება ნატოს სრულუფლებიანი წევრი, ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს გაწევრიანებისთვის
Next: არჩილ თალაკვაძე: ქალბატონი სამადაშვილი, მისი კოლეგები, ე.წ. ტრიო, გამოდიან და აკრიტიკებენ ევროკომისარს და აკრიტიკებენ ერთადერთი იმედით, რომ შეულახონ რეპუტაცია საქართველოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025