Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლევან ნიკოლეიშვილი: ამ მართლაც არაადამიანებს, რომლებსაც სულხან მოლაშვილისა და მისი ოჯახის გაუბედურებაში წვლილი აქვთ შეტანილი, არავითარი სინანულის გრძნობა და განცდა არ გააჩნიათ

მარშალ პრესი 19/11/2022
ლევან ნიკოლეიშვილი

დღეს, სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა, ადამიანის რომელიც არაადამიანებმა ჯერ დაიჭირეს, მერე იმ დონეზე აწამეს, რომ საბოლოდ თავისუფლებაზე მყოფმა მაინც ვერ გაუძლო მისმა ღირსეულმა გულმა და სამწუხაროდ სამუდამოდ განეშორა წუთისოფელს, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, მოლაშვილის საქმის პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი, უკრაინაში ყოფილა გაქცეული და საქართველოში დარჩენილებს ბოძზე გაკვრით ემუქრება.

„დღეს სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა, ადამიანის რომელიც არაადამიანებმა ჯერ დაიჭირეს, მერე იმ დონეზე აწამეს, რომ საბოლოდ თავისუფლებაზე მყოფმა, მისმა ღირსეულმა გულმა, მაინც ვერ გაუძლო და სამწუხაროდ, სამუდამოდ განეშორა წუთისოფელს. ამ დროს კი, ამ მართლაც ამ არაადამიანებს, რომლებსაც სულხანისა და მისი ოჯახის გაუბედურებაში წვლილი აქვთ შეტანილი, არავითარი სინანულის გრძნობა და განცდა არ გააჩნიათ. უფრო მეტიც, თავის დროზე მისი საქმის პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი, აგერ, თურმე, უკრაინაში ყოფილა გაქცეული და იქიდან ბოძზე გაკვრით გვემუქრება აქ დარჩენილებს, მისგან გადარჩენილებს. მაგრად მაინტერესებს უკრაინულ მხარეს რომ ვთხოვოთ მისი გადმოცემა, რა პირობებს დაგვიყენებენ, რუსეთთან ომს, ნაციონალებისთვის ხელისუფლების გადაცემას, თუ რამე იქნება ახალი და უფრო მზაკვარი.

და აქვე, ისიც აუცილებლად უნდა დავამატო, როდემდე უნდა იყოს უკრაინა საქართველოდა გაქცეულ კრიმინალებისა თუ ჯალათების თავშესაფარი? ჩვენ კი დიდსულოვნად ვიფარებთ მათ ლტოლვილებს, მათ შორის იმ ასაკის მამაკაცებს, რომლებიც წესით, ჯარში უნდა იყვნენ და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იბრძოდნენ.

კარგით, ქართველებმა ვიცით სტუმრის მიღება და ეს ამბები სხვა დროს იყოს, მაგრამ აქედან წასული ჯალათები უკრაინაში და იქიდან მათ მიერ ჩვენზე მუქარები მაინც რა უბედურებაა, რა ამორალურობაა და უსინდისობაა, რომელსაც არანაირი გამართლება არა აქვს!“, – წერს ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი: თუ სულხანის მკვლელი-ჯალათები ქართულმა საზოგადოებამ კვლავ დააბრუნა ხელისუფლებაში, მათთან ერთ სახელმწიფოში ცოცხალს მე არაფერი მესაქმება
Next: გოგა ხაინდრავა: თავის უფალი სამშობლო თუ სამშობლო უცხოს სტატუსით? საუკუნეების მანძილზე ამ „ისტორიული შანსის“ მონიჭებას „გვთავაზობდნენ“, დღეს – „დემოკრატიას“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.