Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დავით ქართველიშვილი: თუ სულხანის მკვლელი-ჯალათები ქართულმა საზოგადოებამ კვლავ დააბრუნა ხელისუფლებაში, მათთან ერთ სახელმწიფოში ცოცხალს მე არაფერი მესაქმება

მარშალ პრესი 19/11/2022
დავით ქართველიშვილი

თუ სულხანის მკვლელი-ჯალათები ქართულმა საზოგადოებამ კვლავ დააბრუნა ხელისუფლებაში, მათთან ერთ სახელმწიფოში ცოცხალს მე არაფერი მესაქმება, ხოლო მის მკვლელობაზე ბრძანების გამცემი სააკაშვილი, პატიმრობის მაგივრად, რომელიმე კლინიკაში ფუფუნებაში გვეყოლება, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ დღეს სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა.

„დღეს სულხან მოლაშვილის დაბედების დღეა. ეს თარიღი უკვე წლებია მახსოვს, ხვალ ჩემი დაბადების დღე რომ არის, იმიტომ. ერთი მოკრძალებული თხოვნა მექნება, თუ სულხანის მკვლელი-ჯალათები ქართულმა საზოგადოებამ კვლავ დააბრუნა ხელისუფლებაში, რა დროსაც მეც აუცილებლად მომკლავენ, უნდა მომკლან ყოველ შემთხვევაში იმიტომ, რომ მათთან ერთ სახელმწიფოში ცოცხალს მე არაფერი მესაქმება, ხოლო: სულხანის მკვლელობაზე პასუხისმგებელი პროკურორი, ვინმე გრიგალაშვილი, ჩვენი ბოძებზე გაკვრის ბრძანების გამცემი, ჯერ კიდევ ცოცხალი და უვნებელი იქნება…

სულხანის მკვლელობის უშუალო შემსრულებელი, ვინმე „ქილერა“, ჯერ კიდევ უკრაინაში პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსით ისარგებლებს…

სულხანის მკვლელობაზე ბრძანების გამცემი ვინმე სააკაშვილი, პატიმრობის მაგივრად, რუსთავის დაწესებულებაში საკანში ყოფნის მაგივრად, რომელიმე კლინიკაში ფუფუნებაში გვეყოლება…

მოკლედ, ასეთ ვითარებაში სულ ნუ გაიხსენებთ ჩემს დაბადების დღეს“, – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: დღეს სააკაშვილს თავისი ცოდვები მოეკითხება – სულხან მოლაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დილეგში გამოკეტა სწორედ კორუფციის ბრალდებით, თავად კორუფციაში მისგან მხილებულმა სააკაშვილმა
Next: ლევან ნიკოლეიშვილი: ამ მართლაც არაადამიანებს, რომლებსაც სულხან მოლაშვილისა და მისი ოჯახის გაუბედურებაში წვლილი აქვთ შეტანილი, არავითარი სინანულის გრძნობა და განცდა არ გააჩნიათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.