Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობაზე“: გააჩნია, ვის უფრო კარგი ქურქუმალ ვაითი ექნება, ამის მიხედვით გადაწყვეტენ, ვინ იყოს პარტიის თავმჯდომარე

მარშალ პრესი 19/11/2022
ვოლსკი

გააჩნია, ვის უფრო კარგი ქურქუმალ ვაითი ექნება, ამის მიხედვით გადაწყვეტენ, ვინ იყოს პარტიის თავმჯდომარე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე ვინ გაიმარჯვებს „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ვოლსკიმ ასევე განაცხადა, რომ „ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დამაზიანებელი იქნება, თუკი თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს“.

„გააჩნია, ვის უფრო კარგი ქურქუმალ ვაითი ექნება, ამის მიხედვით გადაწყვეტენ, ვინ იყოს პარტიის თავმჯდომარე. აი, ეს არის ჩემი პასუხი ამასთან დაკავშირებით. არის მეორე საკითხი. რაც ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია. ადამიანები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დამაზიანებელი იქნება, თუკი თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს და ვინ უფრო დამაზიანებელ დესტრუქციულ პროცესებს განავითარებს. ვის უფრო მეტი ფანტაზია აქვს, თუ რა ჩაიდინოს ისეთი, რომ ქვეყანას განვითარებასა და სტაბილურობის შენარჩუნებაში ხელი შეუშალოს. აი, ესაა მთელი სურათი, რაც ჩვენს თვალწინ ვითარდება.“, – განაცხადა ვოლსკიმ.

Post navigation

Previous: ზემო ქედსა და ქვემო ქედში ახალი სპორტული მოედნები ეწყობა
Next: ნინო ფოჩხუა: ხომ არავის ჰგონია, რომ კოლექტიური „ქილერა-ქარდავები“ ზნეს შეიცვლიან, ერთი სული აქვთ ჩაიგდონ ძალაუფლება ხელში და სისხლის გუბეები დააყენონ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.