Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

აჯობებს, კაცურად გამოვიდნენ და თქვან, რომ აწესებენ რაღაც სანქციებს – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 18/11/2022
ირაკლი კობახიძე

რაც შეეხება სანქციებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ამ თემას სულ ატრიალებენ – სინამდვილეში ბატონმა ბიძინამ განმარტა, რომ მას აქვს არაფორმალური სანქციები დაწესებული, მას აქვს გაჩერებული ასეულობით მილიონი დოლარი, რომელიც განთავსებულია შვეიცარიის ბანკის ანგარიშზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ანუ, არაფორმალური სანქციები ისედაც დაწესებულია. შეიძლება უკეთესიც იყოს, ამ არაფორმალური სანქციების ფორმალიზება მოხდეს ამ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ დააშანტაჟონ ბიძინა ივანიშვილი კონკრეტული მიზნით. ხდება ბიძინა ივანიშვილის დაშანტაჟება ფარულად, კონკრეტული მიზნით, ამისთვის ისინი იყენებენ არაფორმალურ სანქციას. კერძოდ, აჩერებენ თანხებს. მგონი ამას აჯობებს, კაცურად გამოვიდნენ და თქვან, რომ აწესებენ რაღაც სანქციებს და საზოგადოება კიდევ უკეთესად შეაფასებს იმას, თუ რა დგას ამ სანქციების უკან, რა არის შანტაჟის მიზანი და რას ითხოვენ ბიძინა ივანიშვილისგან – რატომ თხოვენ მას პოლიტიკაში დაბრუნებას“, – განაცხადა კობახიძემ.

 

Post navigation

Previous: პირდაპირ თქვეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ეს მთავრობა, ჩვენ გვგულისხმობდა, არ არის ომისთვის მზად
Next: თუ ევროკავშირში გაწევრიანება ნამდვილად გვინდა, ცარიელი განცხადებები და მკერდზე მუშტის რტყმა, როგორც ამას ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აკეთებს, საკმარისი არაა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.