Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პირდაპირ თქვეს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ეს მთავრობა, ჩვენ გვგულისხმობდა, არ არის ომისთვის მზად

მარშალ პრესი 18/11/2022
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერმინისტრი

კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებაზე რა რეაქციაც იყო ჩვენ კარგად ვნახეთ, მათი გათვალ იყო შემდეგი, პირდაპირ უნდა ითქვას, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, რომ მოხდებოდა გარკვეული მღელვარება საზოგადოების და რევოლუცია და მიზანი რა არის? რა თქმა უნდა მარტო ხელისუფლებაში მოსვლა კი არაა მიზანი, რომ მათ პარტნიორებს უკრაინაში და ა.შ. შეუსრულონ დავალებები, დავალებები შეუსრულონ პირდაპირ, – ამის შესახებ პრემიერმა პარლამეტში განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას მოუწოდა, კანდიდატის სტატუსის მისაღებად იმუშაონ კოლეგებთან ერთად და დაასრულონ სიყალბე, ქვეყნის მტრობა და საბოტაჟი.

„პირდაპირ თქვეს მათ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ეს მთავრობა, ჩვენ გვგულისხმობდა, არ არის ომისთვის მზად, არაა ომის მთავრობა და რომ ყოფილიყო სააკაშვილი ხელისუფლებაში, იქნებოდა ომიო. ამაზე მეტი მტკიცებულება რა გინდათ, ამის მერე რომ დახტიხართ, უკაცრავად ახლა, დადიხართ და რაღაც პერფორმანსებს დგამთ, რას ნიშნავს ეს უბრალოდ? რა ფარისევლობაა და რა სიყალბეა. თუ გინდათ თქვენ კანდიდატის სტატუსის მიღება, კეთილი ინებეთ და იმუშავეთ ჩვენს ძვირფას კოლეგებთან ერთად, თუ არა და შეეშვით ამ სიყალბეს, ქვეყნის მტრობას და დაასრულეთ საბოტაჟი,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

Continue Reading

Previous: პრემიერი – აგვისტოს ომის შემდეგ სააკაშვილი პირადად ხვდებოდა საზღვარზე რუს ტურისტებს და შემოსვლას ეხვეწებოდა, მერაბიშვილი კი ამბობდა, „მერე რა მოხდა, რუსულ ფულს სუნი არ აქვსო“ – ამის მერე რა უფლებით გველაპარაკებიან სანქციებზე?
Next: აჯობებს, კაცურად გამოვიდნენ და თქვან, რომ აწესებენ რაღაც სანქციებს – ირაკლი კობახიძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025