Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს არის, რითიც ისინი ამომრჩეველს მოატყუებენ – არსებულ ცუდ თავმჯდომარეს ისეთივე ცუდი, ან უარესი თავმჯდომარე ჩაანაცვლებს – ნინო კალანდაძე ალაპარაკდა

მარშალ პრესი 18/11/2022
ნინო კალანდაძე

ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემაზე ღიად საუბარი, პრობლემის გარეთ გამოტანა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არსებულ ცუდ თავმჯდომარეს ვერ ჩაანაცვლებს ისეთივე ცუდი, ან უარესი თავმჯდომარე, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნინო კალანდაძე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს.

კალანდაძის თქმით, პარტიაში დემოკრატიული პროცესები აუცილებლად გამოიღებს შედეგს, თუ ეს ნამდვილად იქნება დემოკრატიული პროცესი.

„ეს პროცესი გარე თვალისთვის ძალიან არასახარბიელოდ წარიმართება. ჩემი სუბიექტური პრიზმიდან დაპირისპირების არც ერთი მხარე განსაკუთრებულ სიმპათიებს არ იწვევს. კრიზისის საფუძველი, ალბათ, უნდა დავინახოთ იმაში, რომ ამ ძალამ ვერ მოახერხა თავის თავში ნახოს რესურსი, რომლითაც ის შეძლებს ამომრჩეველს დაანახოს, რომ მას ძალუძს ხელისუფლების შეცვლა… მე მგონი, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველს სამართლიანი უკმაყოფილების საფუძველი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც წლების მანძილზე უკვე სურვილსაც ვეღარ ხედავს, რომ იქ რამე ცვლილებებში პერსპექტივა შეიძლება არსებობდეს. ეს ჩამოყალიბდა რაღაცნაირ ორგანიზმად, რომელიც ამ სტატუსს მოერგო, რომ მუდმივად ოპოზიციაში იქნება… შიდაპარტიული არჩევნები და დემოკრატიული პროცესები პარტიაში აუცილებლად გამოიღებს შედეგს, თუ ეს იქნება დემოკრატიული პროცესი“, – განაცხადა კალანდაძემ.

კითხვაზე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებმა შეიძლება თუ არა, დაასრულოს პარტიაში არსებული პრობლემები, კალანდაძე პასუხობს, რომ არა.

„არ ვფიქრობ არა იმიტომ, რომ ეს შესაძლებელი არ არის, არამედ მე ვფიქრობ, რომ არსებულ მოპაექრე მხარეებს შორის ნება იმ თავითვე არ არსებობს, რადგან ისინი დიდი ხანია ყველა პარტიაში არიან და დემოკრატიული პროცესი თუ უნდოდათ ჰქონოდათ, ამის შესაძლებლობა აქამდეც ჰქონდათ, ამიტომ არ მგონია, ეს წრფელი მოტივაცია იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემაზე ღიად საუბარი, პრობლემის გარეთ გამოტანა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არსებულ ცუდ თავმჯდომარეს ვერ ჩაანაცვლებს ისეთივე ცუდი, ან უარესი და ამის საშიშროებას ვხედავ ამ შემთხვევაში“, – განაცხადა კალანდაძემ.

მისივე განმარტებით, შთაბეჭდილება რჩება, რომ ძალაუფლებისთვის ბრძოლა ხდება. კითხვაზე, ხდება თუ არა, სააკაშვილის სახელის გამოყენება, კალანდაძე დადებითად პასუხობს.

„კი, არათუ ვამჩნევ, ეს არის ძირითადი საფუძველი, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ფუნდამენტური ამომრჩეველი მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველია, ამიტომ მისი სახელი ყველა მხარეს სჭირდება, მასთან ღიად გამიჯვნას პარტიის შიგნით ვერავინ შეძლებს, რადგან ის ელექტორალურ კაპიტალს დაკარგავს, ამიტომაც არის მისი სახელით ხშირად ხდება სპეკულირება და იმის მტკიცება ამომრჩევლისთვის, ვინ მეტად ახლოა და რომელი დაჯგუფება უფრო ახლოა მიხეილ სააკაშვილთან. ეს არის, რითიც ისინი ამომრჩეველს მოატყუებენ. ამ ეტაპზე მგონია, რომ ის სტადიაა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ის ამომრჩეველი, რომელიც მართლაც მოიაზრება რომ ანტირუსული, პროდასავლური ძალის მხარდამჭერია, ისინიც ბევრ რამეს ნათლად ხედავენ“, – განაცხადა კალანდაძემ.

 

Post navigation

Previous: ნენსი პელოსი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტს ტოვებს
Next: ირაკლი კობახიძე – სააკაშვილმა არაერთხელ სცადა, თვითდაზიანებით თავისუფლება უზრუნველეყო – ეს კრიმინალებში მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ არ ხდება გათავისუფლების საფუძველი – რამდენი პატიმარი იცით, რომ საპატიმროს ნაცვლად საავადმყოფოშია?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.