Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ნენსი პელოსი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტს ტოვებს

მარშალ პრესი 18/11/2022
ნენსი პელოსი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პელოსიმ გადადგომის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც შუალედური არჩევნების შედეგად „რესპუბლიკელებმა“ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს.

82 წლის პელოსი სპიკერის პოსტზე იანვრამდე დარჩება, სანამ ახალი კონგრესი დაიწყებს მუშაობას, შემდეგ კი კონგრესის ქვედა პალატაში კალიფორნიის ოლქის წარმომადგენლად დარჩება.

ნენსი პელოსი უმცირესობის ლიდერი 2003 წელს გახდა. 2006 წელს „დემოკრატებმა“ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი მოიპოვეს და ის გახდა პირველი ქალი, რომელიც ხელმძღვანელობდა კონგრესის ორივე პალატაში მთავარ პარტიას.

ნენსი პელოსი ოთხი წლის შემდეგ კვლავ უმცირესობის ლიდერი გახდა, სპიკერის პოსტზე კი 2018 წელს დაბრუნდა.

Post navigation

Previous: გურამიშვილის გამზირზე ავარიის შედეგად 10 ავტომობილი დაზიანდა – არსებული ცნობით, ავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა, რის გამოც მართვის კონტროლი დაკარგა
Next: ეს არის, რითიც ისინი ამომრჩეველს მოატყუებენ – არსებულ ცუდ თავმჯდომარეს ისეთივე ცუდი, ან უარესი თავმჯდომარე ჩაანაცვლებს – ნინო კალანდაძე ალაპარაკდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.