პარლამენტში პრემიერის დაბარება არის კომიკური, იმიტომ რომ 12 პუნქტის შესრულებაზე პასუხისმგებელი არის პარლამენტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„პასუხისმგებლობის 95% არის პარლამენტზე და ამაზე კითხვას პარლამენტარი უსვამს პრემიერ-მინისტრს, რაც ღიმილისმომგვრელია. ამის მიუხედავად, ბუნებრივია პრემიერი პატივს სცემს, საპარლამენტო პროცედურებს, რეგლამენტს და ის იქნება წარმოდგენილი პარლამენტის წინაშე და რა თქმა უნდა პასუხები გაეცემა ყველა შეკითხვას“, – ამბობს კობახიძე.
დღეს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპელაციის წესით წარდგება.
