Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება 1 მილიონი ლარით გაეზარდათ

მარშალ პრესი 08/04/2022
25
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება გაეზარდათ. რელიგიური გაერთიანებებისთვის  საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, 2022 წლამდე არსებულ 4,5 მლნ ლარს  1 მლნ ლარი დაემატა.
პრემიერ-მინისტრის აღნიშნული გადაწყვეტილება რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გააცნო.
რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრს დაფინანსების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ეს მათთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.
საქართველოს მთავრობამ რელიგიური ორგანიზაციებისთვის დაფინანსების გაზრდისას რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხით იხელმძღვანელა, მათ შორის რელიგიური ორგანიზაციების მრევლის, სასულიერო პირებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების რაოდენობით და გადაწყვეტილება რელიგიის სააგენტოსა და რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციების შედეგად მიიღო. თანხა – 1 მილიონი ლარი, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და მას რელიგიურ ორგანიზაციებს შორის რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გაანაწილებს.

Post navigation

Previous: გია გაჩეჩილაძე: საქართველოში, 26 მაისს ბუჩა რომ მოაწყო, იგივე ხალხი დანიშნეს უკრაინაში თანამდებობებზე
Next: პროვოკაციებს ველოდებით ომის პარტიისგან – გიორგი ამილახვარი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.