Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გია გაჩეჩილაძე: საქართველოში, 26 მაისს ბუჩა რომ მოაწყო, იგივე ხალხი დანიშნეს უკრაინაში თანამდებობებზე

მარშალ პრესი 07/04/2022
გია გაჩეჩილაძე

ვისაც ამ ქვეყანაში ხალხი ადარდებს, ვისაც მშვიდობა უნდა და არა ომით გამდიდრება და ფულის შოვნა, იმას ებრძვიან, – ამის შესახებ მომღერალმა და ტელეწამყვანმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში, 26 მაისს ბუჩა რომ მოაწყო, იგივე ხალხი დანიშნეს უკრაინაში თანამდებობებზე.

„აქ, 26 მაისს ვინც ბუჩა მოაწყო, ის დანიშნეს დაზვერვის უფროსის მოადგილედ და ყველაფერს განკარგავს, განუბაჟებელი კაცი გამოგვიგზავნა – კაცი საზღვარს რომ გადმოლახავს ისე, რომ ვითომ ის საზღვარი არც არსებულა, ეს რა არის?! იმ ხალხს, ვისაც ჩვენ ვეძებთ, თანამდებობებზე რომ ნიშნავს, ეს რა არის?! ეს მტრული სახელმწიფო არ არის?! მე ხალხსა და იმ მოსახლეობაზე, რომელიც ამ ყველაფერს შეწირულია, ლაპარაკი არ მაქვს. ხალხი ყველას ფეხებზე ჰკიდია და ვისაც ფეხებზე არ ჰკიდია და მშვიდობა უნდათ იმას აქ ებრძვიან“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

Post navigation

Previous: საქათველოს დიდი პროვოკაციას უმზადებენ! პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ბეწვის ხიდზე გაყავს ჩვენი ქვეყანა – ლევან მამალაძე საზოგადოებას მიმართავს (ვიდეო)
Next: ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, რელიგიურ ორგანიზაციებს დაფინანსება 1 მილიონი ლარით გაეზარდათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.