Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ბატონი პუფი დღეს უკვე თვითონ არის განეიტრალებული და მე მგონი პუფი დარჩება იმ პარტიაში

მარშალ პრესი 16/11/2022
არჩილ თალაკვაძე

„ამბობდნენ, რომ ვინც პარლამენტში შევა ის პუფი იქნებაო, გახსოვთ ხომ ეს სასაცილო გამონათქვამი, აი ბატონი პუფი დღეს უკვე თვითონ არის განეიტრალებული და მე მგონი პუფი დარჩება იმ პარტიაში, თვითონ ვეღარ დარჩება“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.

წამყვანის მოსაზრებაზე, რომ გარემოება პატარა პარტიებს აიძულებს გაერთიანდნენ ძლიერთან, კერძოდ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ძლიერთან ისინი გაერთიანდნენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და სადამდე მივიდა ეს ყველაფერი ნახეს.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიციურ პარტიებს მომავალი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე.

„საბოლოო ჯამში, გააკოტრეს რეალურად დანარჩენი ოპოზიციური პარტიები და იქამდე მიიყვანეს, რომ საკუთარი ნათქვამების რცხვენიათ იმიტომ, რომ დღეს საპირისპირო რეალობაში არიან. ამიტომ ამ პარტიებს დღეს თუ შანსი აქვს, ეს შანსი არის მომავალში და ნაციონალური მოძრაობის გარეშე“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Post navigation

Previous: ნანუკა ჟორჯოლიანმა ლევან ხაბეიშვილს ცოდვები გაუხსენა – რაც მაშინ გააკეთა იმავეს გააკეთებს, ზუსტად ვიცი რისი გამკეთებელია
Next: ისინი ითხოვდნენ რიგგარეშე არჩევნებს, მიიღეს რიგგარეშე არჩევნები საკუთარ პარტიაში, ითხოვდნენ და აანონსებდნენ უმრავლესობის დაშლას და ეშლებათ პარტია, რაც დათესეს, იმას იმკიან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.